Jump to content
Planeta.Ge

ერორი- `ქართული ოცნების` აქტივისტების დაკითხვა განახლდა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg

 

ქუთაისის საქალაქო პოლიციაში განახლდა `ქართული ოცნების` აქტივისტების დაკითხვა განახლდა – სამართალდამცველები ამჯერად მიხეილ მესხს კითხავენ. ეს სწორედ ის აქტივისტია, რომელიც `კურიერთან` ინტერვიუში აცხადებდა, რომ `ქართული ოცნების` ე.წ. ბარათებზე დაწერილი სურვილები წინასაარჩევნოდ შესრულდებოდა.

იყო თუ არა `ქართული ოცნების` კამპანიაში ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, ამის გასარკვევად სამართალდამცველებს კონტროლის პალატამ `კურიერში` გასული სიუჟეტის შემდეგ მიმართა. სწორედ კონტროლის პალატის მიმართვის შემდეგ დაიწყეს `ქართული ოცნების` წამომადგენლებმა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთება. გუშინ საგანგებო პრესკონფერენციაზე ივანიშვილის კოალიციის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ მესხი და სხვა ახალგაზრდები, რომელიც `კურიერის` კამერამ გადაიღო,`ქართული ოცნების` წევრები არ იყვნენ.

მოგვიანებით, კი `ქართული ოცნების` ოფისის ეზოში გაიმართა მიხეილ მესხის პრეს–კონფერენცია, რომელიც წინასწარ არ იყო დაანონსებული. კომენტარებში მიხეილ მესხი ყველაფერს თავის გონებაგაფანტულობას აბრალებს, თუმცა ის არც დღეს უარყოფს, რომ `ქართული ოცნების` აქტივისტია.

`ქართული ოცნების` აქტივისტების დაკითხვა ქუთაისის პოლიციაში გუშინ საღამოს დაიწყო. 2 აქტივისტი მოწმის სტატუსით იყო დაბარებული. მათ ქუთაისის პოლიციის შენობა კანონით გათვალისწინებულ დროს, საღამოს 10 საათისთვის დატოვეს.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...