Jump to content
Planeta.Ge

ერორი- პრეზიდენტი ვარკეთილის მოსახლეობას კლინტონის ვიზიტის შესახებ ესაუბრა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg

 

ჰილარი კლინტონის ვიზიტის შედეგებსა და საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმებზე საუბრობდა პრეზიდენტი ვარკეთილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს და უახლოეს მომავალში ქუთაისში დასრულდება აეროპორტის მშენებლობა, საიდანაც ფრენები ევროპასა და უკრაინაში ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

პრეზიდენტმა შეხვედრაზე მოსახლეობის კითხვებსაც უპასუხა. ადგილობრივებს, ძირითადად, განათლებისა და სხვა მიმდინარე რეფორმები, ასევე ვარკეთილში დაგეგმილი და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები აინტერესებდათ.

შეხვედრაზე პრეზიდენტმა ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი ინიციტივაც გააჟღერა. მომავალი წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები მოიხსნება და სკოლის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები იმ ქულებით და რეიტინგით შეძლებენ უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრას, რომელსაც ისინი სკოლის საატესტატო გამოცდების ჩაბარების შედეგად მიიღებენ.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...