planetanews Posted June 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 6, 2012 13:06 06.06.20124 წლის ვახტანგ ლორიას ესაჭიროება კვლევები და ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტოზური მკურნალობა. მედია-კავშირი „ობიექტივი“ მიმართავს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს უზრუნველყოს ვახტანგ ლორიას სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მკურნალობა. http://1.bp.blogspot.com/-WvNWY3wpkUo/T8-QkVxig3I/AAAAAAAAHb8/zVfhI3X_LfQ/s200/inashvili%2Bkote.jpgოთხი წლის ვახტანგ ლორია არის სოციალურად დაუცველი. ვახტანგის დედა თამარ ბაშარაძე პატიმარია. მას არ ჰყავს მამა და იზრდება დეიდასთან. ვახტანგი ეპილეფსიით არის დაავადებული. ვახტანგის დეიდა რუსუდან ბაშარაძე გვატყობინებს, რომ ბავშვის ამბოლატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის სახსრები არ გააჩნია. რუსუდან ბაშარაძე: „უამრავი გამოკვლევებია საჭირო, წამლები ძალზედ ძვირი ღირს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვერ ვყიდულობთ. 4 წლის ვახტანგს ესაჭიროება ექიმის მეთვალყურეობა, ჩვენ მცხეთაში ვცხოვრობთ და თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გვიხდება სიარული, რაც ზედმეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მოგმართავთ თხოვნით, რომ გვიშუამდგომლოთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და იქნებ მოგვაქციონ სათანადო ყურადღება“. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ჯანდაცვის სამინისტროს გააჩნია მედიაციის სამსახური, რომელსაც ჰყავს ომბუცმენი სოფიო ლებანიძე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეასრულოს საქართველოს კონსტიტუციითა და მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებანი. მოვითხოვთ სახელმწიფო გახდეს თითოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლების გარანტი!!! 1. საქართველოს კონსტიტუციის 37–ე მუხლი: ყველა ადამიანს აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება; 2. 1948 წლის 10 დეკემბრის გაეროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25–ე მუხლი: ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისათვის შესაფერისი საცხოვრებელი პირობები – საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებელი ადგილის, სამედიცინო დახმარებისა და აუცილებელი სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებისათვის; 3. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმი: „ჯაკარტას პრინციპები“ – წამება, სასტიკი და სხვა არაჰუმანური მოპყრობა; სამედიცინო შეურაცხყოფა; 4. კანონი „პაციენტთა უფლებების შესახებ“:საქართველოს მოქალაქეებისათვის კანონით არის განმტკიცებული უფლება შესაძლებლობის ფარგლებში ტანჯვისა და ტკივილის აცილებაზე. 5. საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველჰყოს მოსახლეობისათვის აუცილებელი იმ 350 მედიკამენტის ხელმისაწვდომობა, რომლებიც დადგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ; 6. მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისაგან სოციალურად დაუცველი ფენებისათვის გაუქმებული სოციალური შეღავათების აღდგენას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული, საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების საქმით შესრულებას; მედია-კავშირ „ობიექტივის“ გადაცემა „ხმა მიაწვდინე პატიმარს“ წამყვანი, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი კოტე ინაშვილი. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts