Jump to content
Planeta.Ge

ერორი- ჰილარი კლინტონმა ბათუმი დაათვალიერა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/06_12/60970.jpg

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და ამერიკული დელეგაციის წევრების ვიზიტის არაოფიციალური ნაწილი ბათუმში გუშინ გვიანობამდე გაგრძელდა. საზღვაო ქალაქის ღირსშესანიშნაობები მათ საქართველოს პრეზიდენტმა თავად დაათვალიერებინა.

ამერიკელი სტუმრებისთვის პიაცაზე საგანგებო საკონცერტო პროგრამით ქართული ნაციონალური ბალეტის წევრები, ასევე ცნობილი შემსრულებლები - სოპრანო თეა დვალი და სოფო ნიჟარაძე წარდგნენ.

პიაცაზე ჰილარი კლინტონს ის ამერიკელი მოხალისე პედაგოგებიც დახვდნენ, რომლებიც ინგლისური ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა იმყოფებიან. ჰილარი კლინტონი მათ სათითაოდ გაესაუბრა. პროგრამის მიმდინარეობის და მისი მნიშვნელობის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოს პრეზიდენტი ესაუბრა.

პიაცაზე გამართული კონცერტის შემდეგ მაღალი რანგის ამერიკული დელეგაციის წევრებმა ბათუმის ქუჩებშიც გაისეირნეს ფეხით. მათ აქაც პირადად მიხეილ სააკაშვილი ათვალიერებინებდა ქალაქის ღირსშესანიშნაობებს. სტუმრებმა ბულვარი, ალი და ნინოს ქანდაკება და ანბანის კოშკიც ნახეს. პრეზიდენტი ჰილარი კლინტონს საქართველოში გატარებულ რეფორმებზეც ესაუბრებოდა, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების სისტემაში, ასევე ინგლისური ენის სწავლების პროგრამის და ამერიკული უნივერსიტეტის შესახებ. პრეზიდენტი სახელმწიფო მდივანს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალსა და სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.

ბათუმში ერთობლივი შეხვედრების დასრულების შემდეგ ჰილარი კლინტონისთვის ოფიციალაური სადილი ქედაში გაიმართა. გზაზე სტუმარს ადგილობრივები ხვდებოდნენ. ღვინის სახლში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს საქართველოს პრეზიდენტი მანსპინძლობდა. მიხეილ სააკაშვილმა ჰილარი კლინტონს პირადად დაათვალიერებინა ქართული საწნახელი და ღვინის მარანი.

სადილზე სპეციალურად მაღალი რანგის სტუმრისა და დელეგაციის წევრებისთვის პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა დაუკრა. ჰილარი კლინტონმა ქართველ მუსიკოსს პირადად გადაუხადა მადლობა. ქედის ღვინის სახლში სახელმწიფო მიდვანმა და საქართველოს პრეზიდენტმა სადღეგრძელოები შესვეს.

ოფიციალური სადილის ბოლოს ამერიკული დელეგაციის წევრებისთვის პატარა შემსრულებლებმა ბარბარა თათარაძემ და ილია ლომაძემ მუსიკალური კომპოზიცია ოთხ ხელში შესრულეს. სტუმრებისთვის ხატია ბუნიათიშვილთან ერთად, საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ-რულოვსმაც დაუკრა. ჰილარი კლინტონმა ქედის ღვინის სახლში საპატიო სტუმრების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც დატოვა, პატარა ვირტუოზებს მადლობა გადაუხადა და ფოტოებიც გადაიღო. ქედადან ამერიკული დელეგაციის წევრები ისევ ბათუმში გაემგზავრნენ.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...