planetanews Posted June 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 6, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/60971.jpg ჰილარი კლინტონის ვიზიტს საქართველოს პრეზიდენტი დიდ დიპლომატიურ მხარდაჭერას უწოდებს და ყურადღებას ამახვილებს ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან იმ დოკუმენტების აღიარებაზე, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს ხელისუფლებამ გამოსცა და რომლითაც ისინი აშშ-ში სწავლას და მოგზაურობას შეძლებენ. სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომელიც ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე განიხილებოდა. `დღეს გაიჟღერა რამდენიმე მნიშვნელოვანმა გზავნილმა. პირველი - თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს უკვე ოფიციალურად და ეს არის ძალიან კარგი, მეორე - ამერიკამ აღიარა ის დოკუმენტები, რომელსაც ჩვენ გამოვცემთ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რაც ნიშნავს, რომ აწი უკვე ძალიან ბევრი სხვა ქვეყანა აღიარებს, ეს მისცემს საშუალებას იქ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დოკუმენტებით იმოგზაურონ სხვა ქვეყნებში და მესამე, ეს იყო არჩევნების თემა, ითქვა, რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით დამკვირვებლებს გამოგზავნის აშშ,`- განაცხადა პრეზიდენტმა.პრეზიდენტმა ასევე მნიშვნელოვნად შეაფასა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. მისი თქმით, სულ რამდენიმე თვეში საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე შეძლებენ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts