planetanews Posted June 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 6, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობისთვის დღეს დილით საქართველოს დელეგაცია შვეიცარიაში გაემგზავრა. მოლაპარაკებების მე-20 რაუნდი ხვალ გაიმართება. შეხვედრებზე ქართული მხარე კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების აუცილებლობაზე და დასვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხს.`მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ, იქნება რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება, იმიტომ, რომ უკანასკნელ ხანებში მიმდინარე რიტორიკა მათი მხრიდან, მზარდი მილიტარიზაცია, დაგეგმილი წვრთნა `კავკასია 2012` გვაფიქრებინებს, რომ აუცილებელია აიღოს რუსეთმა ეს ვალდებულება, ამისკენ მოუწოდებს მას ნატოც,`- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts