Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ბობოქარი კავკასიის დამშვიდება


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif

დენის კორბოი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი

ამ კვირაში სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ძალიან დროულია. კავკასია კონფრონტაციის რისკს შეიცავს, რაც შეიძლება ამერიკულ და ევროპულ ინტერესებზე აისახოს, ამიტომ მას რეგულარული და მაღალი დონის ყურადღება სჭირდება.

რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში ტერორიზმი და აჯანყებები ვრცელდება. რუსეთის არმიის მიერ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და საქართველოს მიმდებარე ტერიტორიების ოკუპაცია დაძაბულობას ამძაფრებს. აზერბაიჯანში სომხური ანკლავის მთიანი-ყარაბახის ირგვლივ სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სამხედრო მოქმედებების განახლება სულ უფრო რეალურია.

ვითარებას ართულებს რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინის დაბრუნება. ის ცდილობს ყოფილ საბჭოთა მეზობლებზე რუსეთის გავლენის გაზრდას ნატოს და ევროკავშირის მიმზიდველობის საპირწონედ. გასულ თვეში, პუტინი არ დაესწრო „დიდი რვიანის“ სამიტს და სანაცვლოდ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ლიდერები შეკრიბა, ორგანიზაციის, რომლის წევრები არიან ასევე სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. რუსეთი ცდილობს ევრაზიული საბაჟო კავშირის გაფართოვებას, რასაც უკრაინა ეწინააღმდეგება.

კრემლი სკეპტიკურადაა განწყობილი საკუთარ საზღვრებთან ისეთი დემოკრატიული პროცესების მიმართ, როგორიც იყო 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ საქართველოში და მომდევნო წელს მსგავსი მოვლენები უკრაინაში. 2008 წელს რუსეთის ინტერვენციამ საქართველოში დაარღვია დადგენილი ნორმები, შეეცადა რა ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს საზღვრების ძალით შეცვლას. მოსკოვმა დეკლარაციის დონეზე აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ ეს რეგიონები ეფექტურად ინტეგრირდებიან რუსეთის შემადგენლობაში.

მართალია, შარშან საქართველო დათანხმდა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, თუმცა ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის ძალიან მყიფეა. კრემლი უარს აცხადებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე და ეკონომიკური კავშირები დიდწილად შეწყვეტილია. გასულ თვეში, ჩიკაგოში მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნატომ ხელახლა დაადასტურა ის, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და ხაზი გაუსვა მის „არსებით წვლილს“ (მათ შორის ავაღნეთში) ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში. საქართველოს მიერ წელს საპარლამენტო და 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების თავსუფალად და სამართლიანად ჩატარება გავლენას იქონიებს ნატოს დამოკიდებულებაზე ამ ქვეყნის წევრობის მიმართ.

1990-იანი წლების დასაწყისში გაჩაღებული ომის გამო მთიანი-ყარაბახის ირგვლივ, მილიონი ადამიანი დევნილად აქცია და სომხეთმა კონტროლი დაამყარა ანკლავსა და აზერბაიჯანის ტერიტორიის კიდევ 9%-ზე. ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) ცდილობს შუალედური გამოსავლის პოვნას, მაგრამ მოლაპარაკებები დიდი ხანია, რაც ჩიხში მოექცა. მყიფე შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხშირად ირღვევა. რუსეთი აიარაღებს სომხეთს და მის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა აქვს. აზერბაიჯანი, რომელიც ნავთობით მდიდარია, ამ რესურსს შეირაღების ზრდისთვის იყენებს, მის მოკავშირე თურქეთს კი სომხეთთან საზღვარი ათ წელიწადზე მეტი დროა რაც დაკეტილი აქვს. მთიანი-ყარაბახის კონფლიქტი შეიძლება უმალ გალღვეს.

ჩრდილოეთ კავკასიაში გაუცხოების პროცესი და ძალადობა ძლიერდება. გასულ თვეში, პუტინის ინაუგურაციიდან სამ დღეში თავდასხმის შედეგად ოცამდე ჯარისკაცი დაიღუპა. რუსეთისთვის წინააღმდეგობის ჩახშობის ინსტრუმენტები ძალა და ეკონომიკური სუბსიდირებაა, მაგრამ ამ სტრატეგიამ არ იმუშავა. ტერორიზმი რეალური საფრთხეა 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის. მოსკოვმა შეიძლება კვლავ აზერბაიჯანი და საქართველო დაადანაშაულოს ტერორისტების დახმარებაში, როგორ უსაფუძვლოდაც გააკეთა ეს 1999 წელს ჩეჩნეთის შემთხვევაში.

როგორ შეუძლია ამერიკას და ევროპას რისკების შემცირება კავკასიაში?

მათ უნდა განაგრძონ საქართველოს დამოუკიდებლობის მტკიცე მხარდაჭერა და გააპროტესტონ ამ ქვეყნის ტერიტორიის ერთი-მეხუთედის უკანონო ოკუპაცია. მოსკოვს არ უნდა მიეცეს საქართველოს გავლით კასპიის ენერგორესურსების ექსპორტზე კონტროლის მოპოვების შესაძლებლობა. ევროპა და ამერიკა მუდმივად უნდა არწმუნებდნენ საქართველოს არ გაამწვავოს ანტი-რუსული განწყობები ჩრდილოეთ კავკასიაში. მათ უნდა ითანამშრომლონ რუსეთთან ტერორისტული აქტების პრევენციისთვის ოლიმპიური თამაშების ირგვლივ.

ამერიკა და ევროპა ვეღარ შეძელებენ მთიან-ყარაბახთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მეორე პლანზე შენარჩუნებას. ამ მხრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ქვეყნის შიგნით ზეწოლის ქვეშაა, რაც მას მოქმედებისკენ უბიძგებს, მაგრამ ევროპამ და ამერიკამ უნდა გააფრთხილონ ის შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე, კერძოდ უფრო ფართომასშტაბიან რეგიონალურ ომზე; ამ ამბავს შეიძლება აზერბაიჯანში ენერგეტიკული ინვესტიციები და ევროპისკენ მიმავალი მთავარი გაზსადენი, „ნაბუქო“, შეეწიროს.

ეუთოს წევრებმა დიდწილად შეწყვიტეს რუსეთთან თანამშრომლობა ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით, თუმცა რისკები იზრდება და ეს დაძაბულობა შეიძლება აზერბაიჯანს და საქართველოსაც გადაედოს. წევრებმა უნდა გამოიყენონ ვენის მუდმივი საბჭო იმისთვის, რომ აღნიშნული საკითხები დააყენონ და რუსეთთან დიალოგი დაიწყონ.

ამ ვიზიტის დროს, სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა ეს პრობლემები პირველ პლანზე უნდა წამოსწიოს და იმის გარანტიები უნდა გასცეს, რომ დასავლეთი აქტიურად იმუშავებს კონფრონტაციისა და კონფლიქტის პრევენციისთვის.

დენის კორბოი – ლონდონის „კინგს კოლეჯის“ მიწვეული მეცნიერი, ევროკომისიის ყოფილი ელჩი სომხეთსა და საქართველოში. უილიამ კორტნი – აშშ -ს ყოფილი ელჩი ყაზახეთსა და საქართველოში და პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი რუსეთის უკრაინის და ევრაზიის საკითხებში. კენეტ იალოვიცი – აშშ-ს ყოფილი ელჩი ბელორუსსა და საქართველოში.

ორიგინალი

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...