Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge არჩევნები საქართველოში: კლინტონის მოწოდება


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/07/le_figaro.gif

დღეს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს ხელისუფლებას, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების „თავისუფლად და სამართლიანად“ ჩატარებისთვის დემოკრატიული პროცედურების განმტკიცებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ კონკურენტუნარიანი კამპანია და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უზრუნველყონ“, განაცხადა კლინტონმა ამერიკელ და ქართველ ჩინოვნიკებთან შეხვედრისას. „ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ისეთი უნარების და პრაქტიკის გამომუშავებაა, რაც დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს“, დასძინა მან.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შემოდგომის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპოზიციონერი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის პირისპირ აღმოჩნდა. ივანიშვილი, რომელიც ყველაზე მდიდარი ადამიანია საქართველოში და რომლის ქონებასაც ჟურნალი „ფორბსი“ 4.8 მილიარდ ევროდ აფასებს, მთავრობის მუდმივი ზეწოლის ობიექტია მას შემდეგ, რაც 2011 წელს პოლიტიკაში ჩაება.

მილიარდერი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, მარტში 1.25 მილიონი ევროთი დააჯრიმეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საკუთარი ოპოზიციური მოძრაობის უკანონო დაფინანსების გამო.

პროდასავლელი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტად მეორე ვადით 2008 წლის იანვარში აირჩიეს მას შემდეგ, რაც 2003 წლის ბოლოს მშვიდობიანი “ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველოს სათავეში 2013 წლამდე უნდა დარჩეს.

სახელმწიფოს მეთაურის რეპუტაცია ბოლო წლებში შეირყა, ოპოზიცია მას ავტორიტარულ მიდრეკილებებში ადანაშაულებს.

ორიგინალი

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...