Jump to content
Planeta.Ge

თამთა ლიპარტელიანის მეგობრის ღია წერილი


Recommended Posts

http://www.presage.t...ciety&AID=13115

ამ ამბავთან დაკავშირებით დღემდე არაფერი კომენტარი არ გამიკეთებია, მხოლოდ საკუთარ მწუხარებას გამოვხატავდი, ვკითხულობდი და ვისმენდი სხვისას, მომწონდა და არ მომწონდა, ვღიზიანდებოდი და გულზე მხვდებოდა, მაგრამ ჩემთვის...

 

ეს 2-3 დღეა რაღაც ეს ყველაფერი თვალში საცემი გახდა, უფრო უემოციოდ და ცივი გონებით ვსჯი და ვფიქრობ უკვე დროა!

 

დასაბამიდან დღემდე, რომ ბევრი ცოდვა-მადლი ტრიალებს ამ წუთისოფელში, ამაზე არც მე დავფიქრებულვარ ახლა და არც თქვენთვის იქნება სიახლე, მაგრამ სანამ ეს ცოდვა-ბრალი საკუთარ კართან არ მოგვიკაკუნებს მანამ ნაკლებად ვწუხვართ.

 

ეს ამბავი რომ სამწუხაროა და გულგრილად ვერ შეხვდები, თავისთავად ცხადია, მითუმეტეს ვინც თამთას იცნობდა. მე ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა ამ ამბავმა, მივხვდი რომ ურთიერთობებს უფრო უნდა გავუფრთხილდეთ, ვცდილობ სხვას არ ვატკინო და მეც რომ მტკენენ უფრო მეტად მტკივა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს ტრაგედია თამთას სახელს რომ არ დაკავშირებოდა ჩემთვის სხვა დანარჩენი, „უტოიაზე“ დაღუპული ახალგაზრდების სიცოცხლე, ნაკლებ ყურადღებას მიიპყრობდა.

 

ბატონო პრეზიდენტო, თქვენი სამძიმარი კიდევ ერთხელ მოვისმინე შემთხვევით, არ ვაპირებდი. იმ დროს მეც ტაძარში ვიდექი, მახსოვს რომ მაშინაც არ მესიამოვნა რაღაცეები, მაგრამ ახლა ცივი გონებით რომ განვსაჯე, უფრო მეტი უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა.

 

საქართველო ახალგაზრდებს ეკუთვნისო...

 

უკაცრავად მაგრამ, რომელ ახალგაზრდობას?!

 

უსაქმურობისაგან რომ გაჭორიკნდნენ და ყველაზე და ყველაფერზე, რომ ლაპარაკობენ და რას არ იციან?!

 

იქნებ იმ ახალგაზრდობას „უგზო უკვლოდ“ რომ არიან „მორწმუნეები“ და რა და რისი სწამთ რომ არ იციან?!

 

ან იქნებ იმ ახალგაზრდობას ასე უაზროდ რომ იხოცებიან (სამწუხაროდ)...

 

ვინც აზროვნებს, იცის, ხვდება და ხედავს, ყველას გაქცევა უნდა, ან უკვე წავიდნენ საქართველოდან, ან ეძებენ გზებს და ოცნებობენ როდის დატოვებენ ქვეყანას. მე მესმის, რომ გამოსავალი გაქცევა არაა, გამოსავალი ადგილზე რომ იპოვო უკეთესია, მაგრამ როცა ადგილზე ამის საშუალება არ გვეძლევა „სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს.“

 

... და სანამ „საქართველოს მომავალს, იმედს, დღევანდელობის მნიშვნელოვან ნაწილს დავკრძალავთ“ და ამის განცხადებას პანაშვიდებზე არ გავაკეთებთ, იქნებ მანამდე დაფიქრებულიყავით და მიგექციათ ყურადღება იმ საზღვარგარეთ გაქცევაზე მეოცნებე ახალგაზრდებისათვის, რომლებიც შეიძლება მართლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენის უკანასკნელი იმედები იყვნენ!

 

ნუ შეხედავთ მტრებს ახალგაზრდებში, რომლებსაც რაიმე არ მოსწონთ და ამას ხმამაღლა ამბობენ, თუ რომელიმე არასამთავრობოს წევრები არიან... მერწმუნეთ, ჩვენც გვტკივა ჩვენი ქვეყანა და გვინდა სხვის კარზე ყოფნას, საკუთარი ქვეყნის მტვერი ვყლაპოთ, საკუთარი ქვეყნის „დანჯღრეულ“ გზებზე ვიაროთ, ხანდახან ელექტროენერგიის გამორთვის გამო, სანთლებიც ავანთოთ, რომანტიკა რომ არ დაგვავიწყდეს, შადრევნების შხეფები მოგვხვდეს, ჩვენი ქვეყნის ბონდის ხიდებზე ვიაროთ, მაგრამ ვიცოდეთ რომ არ გვატყუებენ, გაკეთებულ გზებს და ხიდებს არ გვჩრიდნენ ყველა უკმაყოფილების გამოხატვის დროს!

 

როცა რომელიმეს გაგვიმართლებს და ევროპის რომელიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში 70% -ანი დაფინანსებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცემა, დარჩენილი 30%-ის დღე და ღამე ძიებას შედეგი მოყოლოდეს!

 

მერწმუნეთ, ასეთ პირობებში დაბოღმილები და გაბრაზებულები არ ვიქნებით და არც თქვენ მოგეჩვენებით „მტრებად“.

 

მთავარია ყველამ ერთმანეთს სამშობლოს სიყვარულით გამთბარი გულები დავანახოთ და მჯერა, რომ ერთმანეთის ნდობას დავიბრუნებთ!

 

არ ვიცი ვისში რა ემოციას გამოიწვევს ეს წერილი, არ ვიცი რა მოჰყვება, ვინ როგორ შეაფასებს, ვინ როგორ გაიგებს, საერთოდაც თუ წაიკითხავს ვინმე, მაგრამ თუ რამეს შეცვლის, თუ ერთ ადამიანს მაინც დააფიქრებს, ჩავთვლი რომ ტყუილად არ დაწერილა და თუ ეს ყველაფერი ასე არაა და მე მეჩვენება გამძაფრებულად, მაშინ მითხარით, მე სხვა ქვეყანაში მოვხვდი? მეც მაჩვენეთ ის საქართველო სადაც თქვენ ცხოვრობთ!

 

ამ ყველაფერს ჩემი “facebook” -ელი მეგობრის სიტყვებით დავასრულებ:

 

„...ჩვენ ყველანი ტერორისტები ვართ,

 

კეთილი ტერორისტები,

 

რომლებსაც გვინდა დღევანდელი დღით რამე წარმოვადგინოთ.

 

...მატყუარა

 

და არაფრის ტერორისტები ვართ...“

 

იმედია არ მიწყენს ამ სიტყვების ავტორი, რადგან ჩემი წერილის დაწერაში მისმა წერილმაც ითამაშა დიდი როლი, ამიტომ მივეცი თავს უფლება გამომეყენებინა.“

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც მაჩვენეთ ის საქართველო სადაც თქვენ ცხოვრობთ!

:) მაგის ნახვა მთელს საქათველოს უნდა...

 

ეს ,როგორც მივხვდი, იმ გოგოს დედა წერს, რომელიც ნორვეგიაში მოკლეს..?

რა წერილი გაუგზავნა ნეტა მიშამ, ასეთი პასუხი რომ დააწერიანა ამ ქალს??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ,როგორც მივხვდი, იმ გოგოს დედა წერს

ალბათ უფრო მეგობარი წერს.

არ მევასება ეს პათეტიკური ტონი.

ყველაზე მთავარი კი მაინც ესაა:

 

ზუსტად ვიცი, რომ ეს ტრაგედია თამთას სახელს რომ არ დაკავშირებოდა ჩემთვის სხვა დანარჩენი, „უტოიაზე“ დაღუპული ახალგაზრდების სიცოცხლე, ნაკლებ ყურადღებას მიიპყრობდა.

ამაშია საქმე.

პ.ს. ისე, აქამდე სად იყო? მაინც მგონია, რომ ეს მეგობარი ოცნებაში გაწევრიანებას აპირებს (ან უკვე გაწევრიანდა). არ მჯერა მე ასეთი წერილების. არაა ალალი. ჩემი ჰაზრით :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამაშია საქმე.

ეხლა, საქმე საქმეზე რო მიდგეს, მაშინ ის ტიპი (რა გვარი იყო დამავიწყდა) მართალია თავისი გადმოსახედიდან..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაშინ ის ტიპი (რა გვარი იყო დამავიწყდა) მართალია თავისი გადმოსახედიდან..

ბრეივიკზე ამბობ? თავისი გადმოსახედიდან რა თქმა უნდა მართალია. თავისი გადმოსახედიდან ნებისმიერი ტერორისტიც მართალია. მას ასეთი სიმართლე აქვს, და აკეთებს ისე, როგორც თითონ თვლის სწორად. სხვა საქმეა, მე, შენ, მას, მავანს, რა მიგვაჩნია სწორად და სამართლიანად.

მაგრამ ამ წერილში მე სწორედ ის მომენტი დავინახე, რომ არაა გულწრფელი წერილი. როგორც იტყვიან ხოლმე, წერილი – წერილის გულისთვის. ზოგადად, არ მომწონს პათეტიკურად გამოთქმული მოსაზრებები :) სიყალბე იგრძნობა ხოლმე

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ხო ბერევიკი, აღარ მახსოვდა მაგის გვარი,,

 

ხო რა ვიცი, მაგის სიყალბის რა მოგახსენო წერილია რა, ცდილობს ავტორი რაღაცას მაგრამ

ბოლომდე ვერ გავიგე რა უუნდა.... და ისიც საინტერესოა რა წერილი

მიიღო ასეთი პასუხი რო გასცა,,

რათქმაუნდა ყალბი იქნებოდა ისიც.

Edited by laci
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...