planetanews Posted June 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/60942.jpg მიხეილ სააკაშვილი მასაჩუსეტსის ტექნიკური ინსტიტუტის ალფრედ სლუნის ბიზნეს-სკოლის მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრას 50-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა.სტუდენტთა ჯგუფი საქართველოში სპეციალური ტურით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ისინი ქვეყანაში ბოლო დროს განხორციელებულ რეფორმებს ეცნობიან. ამ პროგრამით მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყანაში გზავნის; საქართველოში ისინი სინგაპურიდან ჩამოვიდნენ. მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრისას ყურადღება საქართველოში წარმატებით გატარებულ რეფორმებზე, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და განათლების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა. პრეზიდენტმა სტუდენტებს ბათუმში მშენებარე ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტიც გააცნო და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts