planetanews Posted June 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/60944.jpg საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მედიას დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააცნო. ნიკა ვაშაკიძემ იმ შეხვედრების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ჰილარი კლინტონი საქართველოში გამართავს.`სახელმწიფო მდივანი შეხვდება პრემიერ-მინისტრ გილაურს, რომელთან ერთადაც ისინი თანათავმჯდომარეობას გაუწევენ ქარტიის ომნიბუსის შეხვედრას და რა თქმა უნდა, გამართავს შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოში მიმდინარე პროცესებს, არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიტიკური აქტორებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ფართო სპექტრთან,`- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.მისივე თქმით, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შემაჯამებელი შეხვედრის ფარგლებში, ასევე გაიმართება თავდაცვისა და უსაფრთხოების, დემოკრატიისა და მმართველობის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის და ხალხთაშორისი და კულტურული გაცვლის ჯგუფების შეხვედრები. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts