planetanews Posted June 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/60945.jpg საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გრიგოლ ვაშაძისა და საშინაო საქმეთა ევროკომისრის, სესილია მალმსტრომის მიერ ერთობლივად გაიხსნა დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ. მხარეების შეფასებით, უვიზო რეჟიმის ამოქმედებას დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისთვის.`დიალოგი დამთავრდება ხელშეკრულებით, რომელიც მიანიჭებს საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალებას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ასოციაციისა და გაღრმავებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე მოალაპარაკებები, ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველო ლეგალურად იქნება იმავე სიტუაციაში, რომელშიც დღეს არიან მაგალითად, ნორვეგია, შვეიცარია და ისლანდია,`- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts