planetanews Posted June 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/60946.jpg საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების წარმომადგენლებს ჯოზეფ მაკმილანს და ბეტ მაკკორმიკს შეხვდა. ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გამართულ შეხვედრაზე აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. “მინისტრთან შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ის სამომავლო გეგმები, თუ რა მიმართულებით შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს თანამშრომლობა, რათა კვლავ გავაგრძელოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება. ჩვენ ასევე შევეხეთ ხვალ დაგეგმილ სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კლინტონი უმასპინძლებენ," - განაცხადა ჯოზეფ მაკმილანმა. „დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. საუბრის ძირითადი თემა იყო ორი მნიშვნელოვანი საკითხი, ერთი ხვალინდელი სხდომის თაობაზე წინასწარი მოლაპარაკებები და ამავდროულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების განვითარების გეგმებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, რაც ეხება საქართველოს უსაფრთხოების გარემოს განვითარებას, გაძლიერებას და ამ მიმართულებით გეგმების დალაგებას ჩვენს მეგობრებთნ ერთად“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმირების პროცესში გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შედგა, რომელიც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვან ფორმატს წარმოადგენს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts