planetanews Posted June 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/60947.jpg ვალდებულებები საქართველოსთან მიმართებით, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არ ასრულებს, ვლადიმერ პუტინს დღეს ევროკავშირის ლიდერებმა შეახსენეს. განცხადება ჰერმან ვან რომპეიმ სანქტ-პეტერბუგში, რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე გააკეთა.ვლადიმერ პუტინთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შესრულდება. ევროკავშირის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართაც. რუსეთ-ევროკავშირის სამიტს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ და ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონიც ესწრებიან. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts