planetanews Posted June 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/60949.jpg საპარლამენტო დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტიდან დაბალბიუჯეტიანი ფრენები შესრულდება. ხელშეკრულება გაფორმდა უნგრულ Wizz Air-თან, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ”უიზ ეარი” ავიარეისებს ქუთაისი-კიევის მიმართულებით განახორციელებს.მემორანდუმის თანახმად, ავიაკომპანია Wizz Air-ი 2012 წლის სექტემბრიდან გეგმავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულებას კიევის მიმართულებით. რეისები შესრულდება კვირაში სამჯერ და მისი მეშვეობით მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილია 40 ათასი მგზავრის გადაყვანა. ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო. ბილეთების გაყიდვა უკვე დღეიდან დაიწყო. ერთი მიმართულების ბილეთის ფასი 22 ევროა. ქუთაისიდან საქართველოს პრეზიდენტი წყალტუბოში გაემგზავრა. მიხეილ სააკაშვილი ომანიძეების 4-სულიან ოჯახს ესტუმრა და კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობაზეც ესაუბრა. ოჯახში სტუმრობის შემდეგ მიხეილ საკაშვილმა ომანაძეები და მათი რამდენიმე მეზობელი სათაფლიაში ახლად გახსნილ კაფეში დაპატიჟა. ეს კაფე შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ინტერიერის დიზაინერმა ნინო ხარაბაძემ გააკეთა. ხარაბაძე ამერიკაში 18 წლის წინ წავიდა. პრეზიდენტი სტუმრებს პირადად გაუმასპინძლდა.დღესვე მიხეილ სააკაშვილმა წყალტუბოს აბანოები დაათვალიერა. აბანოები 1951 წელს გაიხსნა და იქ ახლა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. აგვისტოს პირველ ნახევარში კომპლექსის ნაწილი უკვე ექსპლუატაციაში შევა და მას 400 დამსვენებლის მიღება შეეძლება. მიხეილ სააკაშვილი ყოფილი სანატორიუმ "შახტიორიც" იმყოფებოდა, რომლის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია. კომპლექსის ახალ მფლობელები მოლაპარაკებას აწარმოებენ ცნობილი ევროპულ ბრენდთან, რომ სანატორიუმის ბაზაზე ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდეს. სამუშაოებზე, რომელშიც 20 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება, 250-მდე ადამიანია დასაქმებული. პირველ დამსვენებლებს წყალტუბოს ახალი სასტუმრო შემოდგომაზე მიიღებს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts