Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში


Recommended Posts

20:16 01.06.2012

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.

 

http://4.bp.blogspot.com/-AW7rhKncVXU/T8jqZkUH04I/AAAAAAAAHac/pW4mUMdBxIo/s200/patimari%2Bdedebi.jpgროგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ქალთა N5-ე კოლონიაში ცალკე დგას შენობა, სადაც ბავშვებთან ერთად პატიმარი დედები იმყოფებიან. შენობაში ექვსი მცირე ზომის საკანია და ერთი სამზარეულო აქვთ. ექვს საწოლზე დაძინება კი ცხრა პატიმარ დედას უხდება.

 

„გაუსაძლის პირობებში გვიწევს ყოფნა. კვებისა და ჰიგიენის დაცვის პრობლემების გარდა, სამზარეულოდან სკამებიც კი გაიტანეს. საჭმელს ფეხზე დგომით ვჭამთ. ადმინისტრაციასთან დიდი ხვეწნა- მუდარის შემდეგ, დღეში მხოლოდ ერთი საათით გავყავრთ ეზოში. ღამის პირველ საათზე შეგვყრიან საკნებში და მხოლოდ დილით გვიღებენ კარს. ფაქტობრივად, კოლონიის რეჟიმში კი არა, ციხის რეჟიმში ვცხოვრობთ.

 

ციხის ადმინისტრაცია ზეწოლას ახდენს ჩვენზე. ოფიცრები და კონტროლიორები გვლანძღავენ და გვაგინებენ, არაადამიანურად გვეპყრობიან და ღირსებას გვილახავენ.

ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ჩვენ, დედებმა უარი ვთქვათ მცირეწლოვან ბავშვებზე და გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში. გვემუქრებიან, რომ 6-საკნიან ციხეში ფეხმძიმე ქალებს კიდევ დავამატებთო.

 

http://3.bp.blogspot.com/-F6lVYgvHXGg/T8jqkrTm2FI/AAAAAAAAHao/2nB8iYJhG3o/s400/kote%2Binashvili.jpgქალთა კოლონიაში გვანცა ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით არასამთავრობო ბავშვთა დაცვის ორგანიზაციიდანაც მოვიდნენ. მან საკუთარი თვალით ნახა არსებული რეალობა. მას შემდეგ გვინდა დაკავშირება ლიპარტელიანთან, მაგრამ ტელეფონს არავინ პასუხობს. ბატონო კოტე, მოგმართავთ თხოვნით, საჯარო გახადოთ ჩვენი სიტუაცია და იქნებ ვინმე დაგვეხმაროს“,–აცნობეს ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიის პატიმარმა დედებმა.

 

უფლებადამცველი და ჟურნალისტი კოტე ინაშვილი კოლონიის დირექტორს მედიკო ალანიას მიმართავს ყურადღება მიაქციოს აღნიშნულ ფაქტს, რადგან ამ ბავშვების უფლებების შელახვისთვის მომავალში პასუხისგება მოუწევს.

 

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მედია კავშირი „ობიექტივი“ წერილობით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართავს“,–აღნიშნა კოტე ინაშვილმა.

გადაცემის ვიდეოჩანაწერი>>>

 

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png

2907431438646605030-170976569977118766?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
გვლანძღავენ და გვაგინებენ, არაადამიანურად გვეპყრობიან და ღირსებას გვილახავენ. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ჩვენ, დედებმა უარი ვთქვათ მცირეწლოვან ბავშვებზე და გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში. გვემუქრებიან, რომ 6-საკნიან ციხეში ფეხმძიმე ქალებს კიდევ დავამატებთო.

ამ ხალხს გულები არა აქვთ!?, შვილები, ახლობლები არ ყავთ!?,... ან რა სისხლი აქვთ ამისთანა; ასე რომ გაეყინათ!, . . .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...