planetanews Posted June 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/saakashvili2-300x199.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია „Wizz Air“-სა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას დაესწრო.მიხეილ სააკაშვილმა აეროპორტში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ „Wizz Air“-ის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან გაზრდის ქუთაისის, როგორც რეგიონის საკვანძო აეროპორტის მნიშვნელობას. პრეზიდენტის თქმით, „Wizz Air“-ის ქართულ ბაზარზე გამოჩენა ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და იმერეთის რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.ავიაკომპანია „Wizz Air“ მგზავრების გადაყვანას 27 სექტემბრიდან დაიწყებს და რეისი ქუთაისი – კიევი 22 ევრო ეღირება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts