Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ბარამიძე “აღმოსავლეთ პარტნიორობის” არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად მოლდოვაში გაემგზავრა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/baramidze-g1-300x1991.jpgსაქართველოს დელეგაცია ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით “აღმოსავლეთ პარტნიორობის” არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად მოლდოვაში გაემგზავრა.

როგორც “ექსპრესნიუსს” ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მინისტერიალზე განიხილავენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვარშავის სამიტის შემდეგ გატარებულ რეფორმებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკას. მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია აღმოსავლეთ პარტნიორობის 2013 წლის სამიტამდე განსახორციელებელი ღონისძიებების განხილვა.

მინისტერიალში მონაწილეობენ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების ვიცე პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირები. ევროკავშირის მხრიდან მინისტერიალის სხდომაში გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარი შტეფან ფულე მონაწილეობს.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...