Jump to content
Planeta.Ge

საჯარო მოხელეებს არ დაერევიან ვითომ?


Recommended Posts

საჯარო უწყებების თანამშრომლებს, მათ შორის პედაგოგებს, შეუძლიათ არჩევნებამდე აქციებზეც იარონ და საკუთარი აზრებიც თავისუფლად გამოხატონ. ამაზე კი პასუხს მოსთხოვენ თუ არა, ეს უკვე არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

 

ყოველ შემთხვევაში, გუშინ მერაბიშვილის მოადგილემ საჯაროდ გააკეთა მოწოდება, რომ არჩევნებამდე სამინისტროებმა რესტრუქტურიზაციის სახელით თანამშრომლები სამსახურებიდან არ გაათავისუფლონ.

 

ეს განცხადება შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ უწყებათაშორისი კომისიის "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის" სახელით გააკეთა.

 

შეგახსენებთ, რომ ეს კომისია კანონის თანახმად უშიშროების საბჭოსთან შეიქმნა, რომელსაც უშიშროების საბჭოს მდივანი ხელმძღვანელობს და ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს წინასაარჩევნოდ თანაბარი პირობების შექმნა. ასევე უნდა გააკონტროლოს ხელისუფლება, რომ არ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი მიუხედავად იმისა, რომ ამ კომისიაში სათათბირო ხმა გააჩნიათ სამინისტროების წარმომადგენლებს. სხვა პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კი მხოლოდ საკითხის განხილვაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.

 

კომისიამ რამდენიმე დღის წინ დაიწყო ფუნქციობა და ეს არის პირველი განცხადება თუ გადაწყვეტილება, რაც ამ კომისიის სახელით გაკეთდა.

 

კომისია მოუწოდებს ადმინისტრაციულ სტრუქტურებს და საჯარო სკოლებს, არჩევნების დასრულებამდე დაგეგმილი ან მიმდინარე შემცირების პროცესი შეაჩერონ.

 

ზღულაძის თქმით, შემცირების პროცესის შეჩერება აუცილებელია იმისთვის, რომ მოიხსნას ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები.

 

განათლების სამინისტროში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით ადვილი წარმოსადგენია, რომ შაშკინი პედაგოგების მასობრივ გათავისუფლებას გეგმავდეს. მით უმეტეს, რომ განათლების სფეროში განსახორციელებული რეფორმები, რაზეც შაშკინი უკვე საუბრობს, ამისთვის ფორმალურ საბაბად შეიძლება გამოდგეს.

 

პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება კი რომ უკვე დაწყებულია, ფაქტია. სულ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლმა გიორგი ცაგარეიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც სამსახურებიდან გათავისუფლებული პედაგოგები ყვებოდნენ, რომ ისინი არა საკუთარი, არამედ ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან. ერთმა მათგანმა კი ისიც თქვა, რომ მას სარჩელი სასამართლოში აქვს შეტანილი და მოსამართლემ დირექტორს მისი გათავისუფლების მიზეზი რომ კითხა, დირექტორს უთქვამს, სააკაშვილი არ უყვარს და როგორ არ გამეთავისუფლებინაო.

 

ამ ფაქტების შემდეგ უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან ამ განცხადების გაკეთება გასაკვირი არ არის. მით უმეტეს, რომ მიმინოშვილის მოხსნის შემდეგ არსებობს მოლოდინი, რომ შაშკინი სამინისტროდან კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს გაუშვებს.

 

თუმცა, ზღულაძემ აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ პედგოგების სამსახურებიდან გაშვების საკითხი საზოგადოების მხრიდან დაისვა და ამ შემთხვევაში შაშკინის გეგმები არაფერ შუაში არ არის.

 

მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან მაია მიმინოშვილის გათავისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დათხოვნის კატეგორიად არ განიხილავს.

 

როგორც მან განმარტა, უწყებათაშორისი კომისია უკვე ერთი კვირაა, მუშაობს და შეხვედრები ჰქონდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან და ისინი საარჩევნო აქცენტს აკეთებენ საჯარო სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლების საკითხზე.

 

ზღულაძის თქმით, რამდენიმე ორგანიზაციას აქვს მოსაზრება, რომ რიგი შემთხვევები შესაძლოა, პოლიტიკურად იყოს მოტივირებული. ეკა ზღულაძის განცხადებით, კომისიის პოზიციაა, რომ დაუშვებელი და კანონსაწინააღმდეგოა საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულებების გამო.

 

როგორც შს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, შემთხვევები, რომლების დროსაც შესაძლოა, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების ნიშნები იკვეთებოდეს, უნდა გახდეს შესწავლის საგანი.

 

"თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს საქართველოში რამდენიმე სფეროში მიმდინარეობს ლეგიტიმური ოპტიმიზაციის და შემცირების პროცესი. ასე რომ, შეიძლება გაგვიჭირდეს ყოველთვის იმის იდენტიფიცირება, რა ნიშნით მოხდა კონკრეტული ადამიანების შემცირება," - განაცხადა ეკატერინე ზღულაძემ.

 

მისი თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოხსენებებში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ამა თუ იმ საჯარო სკოლის დირექტორები თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ სამსახურიდან.

 

მის განცხადებას განათლების მინისტრი გამოეხმაურა და განაცხდა, რომ სამინისტრო მასწავლებელთა გათავისუფლებას არ გეგმავს.

 

განათლების სამინისტროს ცნობით, ამის შესახებ განცხადება დიმიტრი შაშკინმა გუშინ მასწავლებლის სახლში, პედაგოგებთან შეხვედრაზე გააკეთა.

 

მინისტრის განცხადებით, რეგიონებში ის ხშირად ხვდება პედაგოგებს, რომელთა თქმით, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მათ პოლიტიკოსები ხვდებიან და ატყობინებენ, თითქოს სამინისტრო და ხელისუფლება მასწავლებელთა გათავისუფლებას გეგმავს.

 

დიმიტრი შაშკინი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. მინისტრის თქმით, ის ყველა დირექტორს პირადად შეხვდა და შეიტყო, რომ მათი მხრიდან არავითარი შემცირება არ იგეგმება.

 

გუშინ შაშკინმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესი 2014 წლის ჩათვლით ნებაყოფლობითია და ყველა მასწავლებელს გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა რამდენჯერმე აქვს. გამოცდის შედეგი კი კონფიდენციალურია, სამსახურზე არ მოქმედებს და მხოლოდ ხელფასზე აისახება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პასუხს მოსთხოვენ თუ არა, ეს უკვე არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

"ყვარყვარეს" პონტია?? :drag:

 

არჩევნებამდე სამინისტროებმა რესტრუქტურიზაციის სახელით თანამშრომლები სამსახურებიდან არ გაათავისუფლონ.

ბლა ბლა ბლა

სხვა მიზეზს ვერ მოიფიქრებენ ვითომ :grr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომ დაუშვებელი და კანონსაწინააღმდეგოა საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულებების გამო.

 

სამაგიეროდ დაშვებულია საჯარო მოხელეების მეუღლეებზე, და-ძმებზე და შვილებზე ზეწოლა.

დიდი შეღავათია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ყველაფერი რაც წავიკითხე, მივხვდი, რომ ნამდვილად დემოკრატია დამკვიდრებულა ქვეყანაში..

ასეთ დემოკრატიას ვერსად ვერ ნახავთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოვა დრო, და მიხვდება კაცობრიობა, რაც არის დემოკრატია :) ლობიობანა რომ ჰგონიათ დღეს. ნებისმიერ ანარქიაზე, და მითუმეტეს დიქტატურაზე უფრო გახრწნილი რამ არის ეგ "დემოკრატია". მოგიდღანთ დემოკრატია მართლა :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

მართალი ხარ არსად არ არის დემოკრატია, არსად აბსოლიტურად..

უბრალოდ თავისუფლება გინდა ადამიანს, თორემ დემოკრატიას ვინ დაეძებს..

სულ შეზღუდული და დაკომპლექსებული ცხოვრება აუტანელია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...