Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ეროვნული გამოცდების ცენტრი ერთადერთი ოაზისი იყო, სადაც პოლიცია შესული არ იყო, რადგან ვიცით, რომ მანდატურები სკოლაში ცენტრალური ფიგურის წარმომადგენლები გახდნენ. საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ შაშკინი განათლების სამინისტროსა და სკოლებს, როგორც ციხეს, ისე მართავს. ამიტომ შაშკინისთვის გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორად პოლიციელის დანიშვნა შეიძლება ძალიან ადეკვატურია, რადგან ის პოლიციის, ძალოვანების მეთოდებს ეყრდნობა. ჩემთვის, პირადად, გაუგებარია - ადამიანს არანაირი შეხება არ ჰქონია განათლების სისტემასთან და ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა რამდენად ადეკვატურია... შაშკინის არჩევანი თვითონ განსაჯეთ.

http://ghn.ge/news-67845.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეროვნული გამოცდების ცენტრი ერთადერთი ოაზისი იყო

რანაერად იყო ერთადერთი ოაზისი? შაშკინი ვინ ჩემი ფეხები იყო აღარ ახსოვთ??

ადრეც ეგეთი პოლიციური იყო და ეხლაც ეგრეა, არაფერი არ შეცვლილა..

დადგებიან გამოაცხობენ ტექსტებს,, ......

ბრმები იყვნენ აქამდე და ვერ ხედავდნენ?? არ მჯერა ამ ყალბი ხალხის ///

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში მინიმუმ 200 წელია ესეა: ერთი მუშაობს 5 უყურებს 10აკრიტიკებს 30 აღშფოთებულია 50–მა უეჭველად იცის რომ არასწორედ მუშაობს პირველი მაგრამ ღირსებისათვის შეუფერებლად მიაჩნია დიპლომატიურად ასწავლოს ან ურჩიოს...ბევრ ქვეყანაში თავდაცვის მინისტრი ჯარში არ ყოფილა საერთოდ...ბევრი პრეზიდენტი პოლიტიკოსიც არ ყოფილა მაგ რეიგანი, ჰაველი....შაშკინიც არაა ალბათ სულხან–საბა და მაკარენკო ეს გასაგებია...მე ვუყურებ მაკრიტიკებელ "ექსპერტებს" და მათი "სიმამაცე" მთრგუნავს რამეთუ მიმიქარავს დისიდენტები ისე ებრძვიან "რეჟიმს" მაგრამ მათგან შემოთავაზებული(შემოთავაზებული საქმიანად, თავმდაბლად და არა ისტერიულად: "თუ ჩემებურად არ გაკეთდა არმაგედონი და წარღვნა გვემუქრება" –ს გარეშე....სხვათა შორის ვაღიარებ რომ როგორც უმრავლესი ხელისუფლება საქართველოსიც პოპულისტურია(უფრო სწორედ ზეპოპულისტური). მაგრამ მოყვარული დამწყებითი სალოსის კახა მიქაიას "მიგნებების და მხილებების" დონეზე რომ არაფერი არ კეთდება და არ იცვლება ეს ნათელია....საერთოდ საქართველოში აკადემიური მიზნობრივი სასარგებლო კრიტიკა სოფლის შარაგზის ტაკიმასხარობამ შეცვალა, რითაც ქალაქის მარგინალურმა და ლუმპენმა ფენება "კლასის" ფორმა შეიძინეს და ეს არ წაადგება ქვეყანას: საქართველოში ყველა ყველაფრის ექსპერტია: შეიძლება ჭადრაკის მხოლოდ წესები იცის მაგრამ გროსმაისტერს ასწავლის ჭეშმარიტ ჭადრაკის ფილოსოფიას, ფეხბურთი მხოლოდ ტელევიზორში აქვს ნანახი და ბრაზილიელებს ასწავლის ფეხბურთის თამაშს, თოფი არ გაუსვრია მაგრამ 2008წელს როგორ გაემარჯვა რუსებზე მხოლოდ მან იცის და თუ ეჭვს გამოთქვამ რეჟიმის ზომბი ხარ და დემოკრატიის ე.ი. რუსეთის მტერი. მახსოვს გრეჩიხა უფროსი როგორ სერიოზულად ამტკიცებდა რომ "მსოფლიო ეკონომიური კრიზისი სააკაშვილმა გამოიწვია"–ო. ან თოფაძე სალომე კუკიშა როგორ ამტკიცებდნენ ჩვენ დავბომბეთ ცხინვალიო(მაშინ არ ვიცოდი რომ ეს ხალხი ჩვენში რუსეთს გულისხმობდა). გრეჩიხას მრევლი კი 60 000 მომიტინგე იყო, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის კრიზისების ექსპერტმა ლევან–მართალმა 3მილიონ ტალერად გადაახურდავა. მე ვენდობი იმ აზრებს, იდეებს, რომლებიც ობიექტურია მოკლებულია პოპულიზმს თავმდაბალია და საქმიანია.... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვუყურებ მაკრიტიკებელ "ექსპერტებს" და მათი "სიმამაცე" მთრგუნავს რამეთუ მიმიქარავს დისიდენტები ისე ებრძვიან "რეჟიმს"

 

კარგად დააკვირდი მაკრიტიკებლებს, კააარგად..

 

მე გამოვთქვი ჩემი აზრი შაშკინის შესახებ და საერთოდ განათლების რეფორმის შესახებ.

შაშკინი განათლებაში დასმა იყო უდიდესი შეცდომა და მაგას კარგა ხანი ვერ ჩამოიწმინდავთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci მე ამას შენზე არ ვწერდი და საერთოდ არასოდეს არ მომიწერია შენთვის(გარდა იმ შემთხვევებისა როცა პირდაპირ მე დამისვი კითხვა). მე ზოგადად წერილს გამოვეხმაურე. საერთოდ არ ვიცოდი რომ შენი კომენტარი იდო როცა ვწერდი....აღარ ვიცი რა დღეში ჩავარდე ძვირფასო და შაქარყინულო: ყველა პოსტი იმით დავიწყო რომ ეს laci –ს არ ეკუთვნის? გავიგე სხვებსაც რომ მოუწოდებ: ურფიჯუსის პოსტებს იგნორირება გაუკეთეთო. მესმის რომ გაღიზიანებ ჩემი არსებობით და რაღაცნაირად (მართალია მძიმე ფასად) მაინც შევეგუე ამას. არ ვწერ არაფერს შენთვის: არც შენი ყურადღების მისაქცევად არც აზრის მოსასმენად....რა ვქნა ხატზე დავიფიცო, რიტუალური ხარაკირი გავიკეთო თუ როგორ მოვიქცე? გასაგებია რომ გეზიზღები იმის გამო რომ შენ მსგავსად არ ვფიქრობ,ისიც მესმის რომ საკმაოდ აღრზდილი ხარ რომ ეს პირდაპირ თქვა....რა ვქნა ვარსებობ და შენ მიმართ არაფერი არ მომიწერია...პირობას გაძლევ როდისმე ჩავძაღლდები...მანამდე შეეგუე ვარსებობ და შენ პოსტებზე არ ვწერ კომენტარებს! Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

ხო რა ვიცი ჩემს მეტი კომენტარი არავის არ დაუტოვებია და იმიტომაც მივიღე ჩემზე.

შენ ხომ გამოცანებს წერ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გასაგებია რომ გეზიზღები იმის გამო რომ შენს მსგავსად არ ვფიქრობ,ისიც მესმის რომ საკმაოდ აღრზდილი ხარ რომ ეს პირდაპირ თქვა....რა ვქნა ვარსებობ და შენ მიმართ არაფერი არ მომიწერია...პირობას გაძლევ როდისმე ჩავძაღლდები...მანამდე შეეგუე ვარსებობ და შენ პოსტებზე არ ვწერ კომენტარებს!

laci

ცოტა ცოტა თანაგრძნობა გამოიჩინე ვერ ხედავ დაიფერფლა კაცი :)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა იცი რო კაცია?

არაა დანამდვილებით ვერ იტყვი რო კაცია თუ ქალი, უფრო ნაციონალს გავს :))

მაგრამ მაინც დასაფასებელია "..ჩემი სიკვდილი თუ გაგახარებს შენ შემოგევლოს სიცოცხლე ჩემიო" და მეტი რაღა გითხრას?? :haha:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უფრო ნაციონალს გავს

:)) :))

"..ჩემი სიკვდილი თუ გაგახარებს შენ შემოგევლოს სიცოცხლე ჩემიო"

ვაიმეეე....... დავიწვი და დავიდაგე.... :banti:

 

:hug: :hug:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

შაშკინი განათლებაში დასმა იყო უდიდესი შეცდომა და მაგას კარგა ხანი ვერ ჩამოიწმინდავთ.

 

ვინც დასვა, კარგად იცის რატოც დასვა და არც შეცდომა დაუშვია. მიზანმიმართულად მიდის უკუღმა განათლების სისტემა.mama

 

 

არაა დანამდვილებით ვერ იტყვი რო კაცია თუ ქალი, უფრო ნაციონალს გავს

 

მიშისტი არ ვარ , მაგრამს უფრო ვამსგავსებ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...