Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მიშას კიდევ კარგი გული ჰქონია, ასეთი უმადურობის შემხედვარე მე პირადად რომ ვიყო მის ადგილზე, გულში მაგრად შევიგინებდი და წავიდოდი...

 

კარგით რა?

 

თქვენ რა გინდათ თქვათ რომ ოდნავ უკეთესად მაინც არ ვცხოვრობთ ვიდრე თუნდაც სამი წლის წინ, ცოტა უფრო შორეულ წარსულზე არაფერი რომ არ ვთქვათ?!

 

რაც შეეხება გირგვლიანს, არც ერთი ქართველი ვაჟკაცი, სუფრაზე ქალბატონებთან ერთად მსხდომი არ მოითმენდა თავხედობას, გირგვლიანის მოკვლა არ უნდოდათ, მაგრად სცემეს, მერე გადაიჩეხა საწყალი და გაიყინა...

 

წარმოიდგინეთ თქვენნ თვითონ სუფრაზე ზიხართ და დროსს ატარებთ, ამ დროს მოდის ვიღაც, ვისაც არ იცნობ და გაგინებთ, პიდარასტებსა და ბოზებს გეძახით... მაინტერესებს რომელი ბიჭი მიუყრუებდა ასეთ თავხედ ადამიანს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 118
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ვაიმეეეე, არა.

 

შენსავით ვიცნობ ტელევიზიით, პირადადაც კი არ მინახავს, არც მე და არც ჩემს ოჯახს.

 

უბრალოდ, მინდა სიმშვიდე სიწყნარე, წინსვლა და ჩემს შვილებს ჩემსავით რომ არ მოუწიოთ აწეწილ საქართველოში ცხოვრება.

 

ბავშვობა გამიფუჭეს ხაინდრავებმა, ბერძენიშვილებმა, მოლაშვილებმა... მაგათ რომ ვხედავ, ფილმებში როგორც არის, ნაღვლიანი და დაძაბული მუსიკა ჩამესმის. :)) :help:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაზე მტავარი ბანდიტი ეგიკაა!

 

ისე მე ართხელ რუსთაველზე მყავს გაჩითული მიშიკო, მაშინ ჯერ იუსტიციის მინისტრი იყო :))

მაგარი ვერზილაა რა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ჩემი სკოლის დირექტორივით მსჯელებ :D :) (გირგვლიანი სკამიდან გადავარდა, თავი დაარტყდა და მოკვდაო) :) :( :))

 

3 წლის წინ უფრო კარგად ვცხოვრობდი... პური 35 თეთრი ღირდა შაქარი ორჯერ ნაკლები, ავტობუსი 20 თეთი, ბინა 5-ჯერ ნაკლები... მოკლედ დედა უტირეს ეხლა ამათმა ყველაფერს

 

გული არა ის აქვს... ივანიშვილთან რომ დადის ყოველკვირა მუქარით ფული მომეციო ეგ ადამიანობაა? უტყუარი ინფორმაცია მაქვს მაგის შესახებ! "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურის უფროსმა ილაპარაკა მაგაზე (თუ საერთოდ გაზეთებს კითხულობთ გეცოდინებათ)

 

მოკლებ მიშარასტები ძირს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:D :) :) :( :)) :)) ბავშვებზე გამახსენდა :)) :)) :)) :)) ამათი რეფორმის დედა ვატირე!

 

ესაა სკოლა? მე-11 ში ვარ და 1-ხელ ვიყავი მარტო სკოლაში ესაა მაგარი რეფორმა გავატარეთო და მაგარი მერხები დაგიდგითო და კლასი გაგირემონტეთო? ელემენტარულად დიდი დიღმის 192 სკოლაში შემოდი თუ გული არ გაგისკდეს! ელამი დირექტორი კიდე გოგოებს მაიკებში უხტება და ისეთი მთვრალი მოდი სკოლში რომ წონასწორობას ვერ ინარჩუნებს.

 

ეძიკას დროს უფრო იყო დისციპლინა იყო. ლონდას ფეხის ხმას რომ გავიგებდით სადღა წავსულიყავით აღარ ვიცნოდით

 

ესააა თქვენი მიშიკო?

 

თუ არ ჯგერათ მოდით და დაგიმტკიცებთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც ამათმა შვიდ ნოემბერს ქნეს მე არ მაქ მორალური უფლება მხარი დავუჭირო!

ახლა გაახსენდა სიღარიბის გარეშე ქვეყანაო?!

რას ხედავთ გაკეთებულს რა ასე გამოგაშტერათ და დაგადებილათ ამ დორბლიანმა?!

ასვალტები და პარკებია ქვეყანა?! რათ მინდა გაზრდილი ხელფასი თუ ვერ გამოვიყენე?! ფასები რო გაათმაგდა ეგ რატო კიდია ყველას? უცხოელებს და ათასი ჯურის გადამთიელს რო ჩაუგსდეს ჩვენი ქონება რა ვერ ამჩნევთ?! გირგვლიანის მკვლელებს 4 წელს რო უსჯიან ადამიანი წამებით რო მოკლეს მინისტრის კახპა ცოლს არ ეხებიან და 15 წლის ბიჭს პატარა ნაკაწრისთვის 10 წელს უსჯიან... შინაგან საქმეთა სამინისტრო ზონდერ კამანდად რო იქცა ესაა გაკეთებული საქმეები?! ხალხს დაუფიქრებლად რო კლავენ ძაღლები ესაა სახელმწიფო?! მარტო პარკებს ამჩნევთ და შადრევნებ... გაიგეთ რო ესაა პრეზიდენტის მოვალეობა! ამ ყველაფერს ნუ თვლით გიგანტურ საქმეებად ერის და ქვეყნის წინაშე!!!

ასვალტი ფანტანები... ბრძანება გაეცი და ეგაა მე რა ვერ გავცემ ბრძანებას? მაშინ დამნიშნეთ!

მატერიალიზმი არ გვარგებს... ეროვნულ ფასეულობებზე რელიგიაზე კულტურაზე უნდა ვიზრუნოთ... საგერეო პოლიტიკაზეც ამასთანავე ეკონომიკური გაძლიერება ისე უნდა მოხდეს რომ არ გამოიწვიოს ინფლაცია ამისთვის საჭიროა წარმოების გაზრდა... სადაა წარმოება? არსად ფაფუ წარმება ერთადერთი რაც კეთდება ეს გზები ფანტანები კონცერტები განათება... სიტყვაზე გერმანელ და ინგლისელ ტურისტს გავკარი პატრონიანა სუ არ მიდია?! ჩემი ხალხი უნდა იყოს კარგად... ეროვნული ფასეულობები უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მიწა... საუკუნეების წინ ქართველები ამ დალოცვილი მიწისთვის თავს დებდნენ ეს დორბლიანი კიდე (სომეხია ნახევრად სხვათაშორის) ათასი ჯურის არსებაზე ყიდის... ჩინელები დაეპატრონენ ქვეყანას... რკინიგზაც უნდა გაეყიდათ იძახდნენ... ჩვენ ვართ მსოფლიოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი წერტილი დერეფანი... თუ ეს გაიყიდება უცხოელზე ვეღარ ვმართავთ და ერთერთი დიდი ფუნქცია დაგვეკარგება... ერი და სახელმწიფო თუ ფუნქციას დაკარგავს წასულია საქმე... ხალხმა დაკარგა თავმოყვარეობა სიტყვის უფლება წაართვეს სასამართლოს პროკურატურა "აჩოქებს".

თავში უნდა ირტყამდე ხელს რომ იმ დონემდე დაეცი სადამდეც ის ხალხი ეცემოდა რომლებიც შევარდნაძის უალტერნატიობას გაჰყვიროდა 30 წელი.

ამაზე სამარცხვინო და მონური აზროვნება არ შეიძლება ქონდეს ადამიანს.

იმდენი ღირსება უნდა გაგაჩნდეს რომ ნებისმიერი გათახსირებული მმართველის მმართველობის ქვეშ გაძლო როგორც ადამიანმა და ხელისფლების პირველი პირების ცვლილებაზე არ ეკიდოს შენი ღირსება და თავმოყვარეობა! შევარდნაძიზმის გულისამრევ მოღვაწეობას გასდევდა ხოლმე მუდამ ლაიტმოტივად ეს გამოთქმა: "უ მიშა წავა აბა ვინ მოვა? შემცვლელს ვის ხედავთ" გირჩევ არასოდეს რა დაეცე იმ დონეზე რომ აი ეგ საოცრად ამაორალური ფრაზა იხმაროთ!!!

შემიძლია მთელი დღე გეკამათო იმაში რომ სააკაშვილი არის ერთერთი ყველაზე დიდი დამნაშავე და მოღალატე.

მხოლოდ იმიტომ ვერ იქნებიან ოპოზიციის წარმომადგენლები მასზე დიდი დამნაშავეები რომ სააკაშვილს გასაფუჭებელი არეალი შეუდარებლად დიდი აქვს ვიდრე ერთად აღებულ მთელ ოპოზიციას!

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს დღევანდელ პოზიციაში არის ის გასული ოთხი წელი რომელმაც სააკაშვილის მმართველობაში განვლო.

ამ ოთხი წლის შეფასებით ვცდილობ ავწონ-დავწონო მისი ნამოქმედარი (და კიდევ ერთხელ ვიძახი რომ არ ვაპირებ მის წარსულში ქექვას) და მივიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

არაა საჭირო ტვინის გადაღლა და გონების გადატვირთვა. გადახედე გასულ ოთხ წელს და მიიღე შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამ ოთხ წელიწადში კი მე ცალსახა უარყოფითი შეფასება შემიძლია მივცე მის, როგორც პრეზიდენტის მოღვაწეობას და მხარი აღარ დავუჭირო.

რაც შეეხება იმას თუ: "აბა მაშ ვინ, თუ არა მიშა?" მსგავსი აზრებისგან ღმერთმა დამიფაროს... ყოველთვის გამოიძებნება კანდიდატებს შორის ისეთი ერთი ადამიანი მაინც ვინც ჩემს სიმპატიას დაიმსახურებს.

 

თუ სიყალბეს გამარჯვებას უძახით კი მაგი მართალია გუშინ კიდევ ერთხელ გამოცხადდა სიყალბის გამარჯვება.

 

არ დამიწყოთ ეხლა წივილი ყველაზე დემოკრატიყული არჩევნები იყო კაცობრიობის ისტორიაშიო, ბევრს შეუიძლება კარგად არ გახსოვდეთ 2003 წლის ნოემბრის პირველი დღეები როცა ამერიკამ თქვა არჩევნები დემოკრატიული იყო სამართლიანი და ვულოცავთ ქართველ ხალხს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასო... ზუსტად ისევე ჭიკჭიკებენ დღესაც და იცით რატომ? იმიტომ რომ არც უცხოეთს და არც ამერიოკას თუ რაღაცა ზესაშინელება არ მოხდა და უკიდურესად არ გამწვავდა ვითარება არ სურს იყოს საქართველოში კონფლიქტისა და დაძაბულობის ფაქტორი, საფუძველი, მათ კარგად იციან რომ ხმამაღლა, ობიექტურად, მკვეთრად და კრიტიკუიულად რო ისაუბრონ დარღვევებზე ისინი იქნებიან მთვარი მიზეზი სიტუაციის გამწვავებისა და ამიტომ თავსაც არ იტკიებენ, ამ ყველაფრის გარჩევას და გადაწყვეტას ანდობენ ქართველებს და რაც კარგი და დადებითი იყო მხოლოდ იმას აღნიშნავენ ხოლო უარყოფით ასპექტებზე თითქმის არ საუბრობენ ან თუ საუბრობენ ძალიან მსუბუქად ზედაპირულა ეხებიან მას. ხოლო თუ მართლა რეალურად დაიძაბება სიტუაცია მაშინ უკვე სხვაგვარი განცხადებები ისმის მათი მხრიდან როგორც ეს 2003-ში მოხდა როცა ამერიკამ კარდინაკლურად შეცვალა თავისი პოზიცია ჩატარებული არჩევნების შეფასებასთან მიმართებაში და მიშას მხარე დაიკავა.

 

რაც შეეხება უშუალოდ არჩევნებს კი ბატონო უნდა ვათქვათ და ვაღიაროთ რო არ იყო ტოტალური გაყალბება მთელი საქართველოს მასშტაბით ანუ ისეთ დარღვევებს არ ჰქონდა ადგილი რომელიც 25-30 და უფრო მეტ პროცენტიან გაყალბებას გამოიწვევდა. მაგრამ ის აშკარაა რომ 10-15 პროცენტიანი გაყალბებები იყო და რაც ყველაზე ამაზრზენია გაყალბები ხშირ შემთხვევაში ხდებოდა არა უშუალოდ საარჩევნო უბნებეზე სადაც უცხოელი დამკვირვებლები იყვნენ მივლინებული არამედ თვითონ ცესკოში ოქმების შეჯამებისას სადაც ყალბდებოდა თვითონ ოქმები, ხოლო როცა პრეზიდენტი ოპოზიციას არჩევნებს მხოლოდ 2%-ის უპირატესობით უგებს დამერთანხმებით არა თუ 10-15 პროვენტს არამედ თითოეულ პროცენტს ოქროს ფასი და გადამწყვეტი მნისვნელობა გააჩნია და დღევანდელი სურათის მისაღებად ანუ პირველი ტურუს თავის ასრიდებლად და არჩევნებში გასამარჯვებლად საკმარისი იყო ხელისუფლებას მხოლოდ 3 პროცენტი გაეყალბებინა. ანუ როგიორც ხედავთ თითოეული პროცენტის გაყალბებას გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნდა არჩევნების ბედის გადასაწყვეტად.

 

აქედან გამომდინარე უმწვავესი რეაგირეაბა საჭირო თინდაც მხოლოდ 5 პროცენტი იყოს არჩევების შედეგებისა გაყალბებული რადგან ჩვენ დავინახეთ რო 3 პროცენტიც კი თავიდან ბოლომდე ცვლის მდგომარეობას და საფუძველია მეორე ტურის დანიშვნის და ვისაც გჯერათ რომ ხელისუფლება თუნდაც 5 პროცენტსაც არ გააყალბებდა მაშინ გირჩევთ ხურმის ხიდან ჩამოხვიდეთ და ბანანების გაფცქვნას თავი დაანებოთ, ამას რა თქმა უნდა იმ ხალხის გასაგონად ვიძახი რომელთაც სურთ რომ ობიექტურები იყვნენ ხოლო ის ვინც მიშას ყივილით და დორბლებით მოქსოვილი სიცრუის ქსელში ჯერ კიდევ ფართხალებს... იმას... იმას... ვენაცვალე მიშას აბრჭვიალებულ ცრემლში!!!

 

მიშა - ეს არ არის კონკრეტული პიროვნება ეს ჩვენი დღევანდელი რეალობაა რომელიც ზოგიერთს ასე მაგარი ეჩვენება... მიშა ეს ჩვენი დღევანდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ნიადაგია თავისი პოზიცითა და ოპოზიციით ერთად აღებული, ნიადაგი რომლის ყველაზე "რჩეული და მწიფე" ნაყოფი კონკრეტული პიროვნება მიშაა და ნიადაგი რომელიც ასე საზარლად ყარს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ სიყალბეს გამარჯვებას უძახით კი მაგი მართალია გუშინ კიდევ ერთხელ გამოცხადდა სიყალბის გამარჯვება

 

 

+1

 

 

ამ ხალხს ხო იცი ხის თავები აქვთ და რასაც აიჩემებენ კარგად იყავი მერე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

+1

ამ ხალხს ხო იცი ხის თავები აქვთ და რასაც აიჩემებენ კარგად იყავი მერე

 

ჩემი შენ გითხარიო და გული მოგიკალიო!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანამ იკითხავ, რას აკეთებს სახელმწიფო შენთვის, შენ თავს ჰკითხე, რა გააკეთე თავად შენ სახელმწიფოსთვის!!!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გული არა ის აქვს... ივანიშვილთან რომ დადის ყოველკვირა მუქარით ფული მომეციო ეგ ადამიანობაა? უტყუარი ინფორმაცია მაქვს მაგის შესახებ! "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურის უფროსმა ილაპარაკა მაგაზე (თუ საერთოდ გაზეთებს კითხულობთ გეცოდინებათ)

 

მოკლებ მიშარასტები ძირს!

 

ეგ ისეთივე უტყუარი ინფორმაცია იქნება, როგორიც იყო "ოპერაცია ფხუტოზე"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანამ იკითხავ, რას აკეთებს სახელმწიფო შენთვის, შენ თავს ჰკითხე, რა გააკეთე თავად შენ სახელმწიფოსთვის!!!

და რისი თქმა გინდა მაგით? მე რა გავაკეთე ეგ ჩემი საქმეა და სახელმწიფო კიდე ვალდებულია მემსახუროს (მთავრობა) რადგან ისაა ჩემი დაქირავებული 5 წლით და უნდა იმუშაოს ჩემი კეთილდღეობისთვის.

სუ რო #### იყო და ქვეყანა გეკიდოს ხელფასიც მაღალი უნდა გქონდეს და კაი ცხოვრებაც რადგან ხელისუფლება მაგისთვისაა და დავაჯვი ისეთ ხელისუფლებას ვისაც ხალხი კიდია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე რომ ასეთი სიტყვებით დავპოსტო, სასჯელი რა იქნება მაინტერესებს?

 

ცხოვრებაშიც ასეა, ვიღაცეები ფუტკრებივით მუშაობენ, სხვები კი არაფერს აკეთებენ გარდა იმისა, რომ ხმამაღლა ყვირიან?

 

ასე საქმე არ გაკეთდება, გააკეთა ხელისუფლებამ ნაგვის ურნები.

და რა ვქენით ჩვენ?

 

იმის ნაცვლად რო ნაგავი ჩაგვეყარა, ნაგვის ისევ დაბლა დაყრას ვინ ჩივის, მოვაგლიჯეთ ურნები ბოძებს, რა შეიძლებოდა სახლში წავიღეთ, დავწვით.

 

ეს მარტივი მაგალითია იმის დასამტკიცებლად, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ.

 

არაფრის ღირსები არ ვართ, ხანდახან მგონია, რომ რაც გვაქვს ისიც ბევრია.

 

მენტალიტეტი და მუქთახორული პირის დაღება საჭმლის მოლოდინში - ეს არის პრობლემა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...