Jump to content
Planeta.Ge

ერორი- პრეზიდენტმა ცივილიზაციათა ალიანსის პარტნიორთა ფორუმზე გამოვიდა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/05_12/60920.jpg

 

საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში იმყოფება. გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის პარტნიორთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა რეგიონში ქვეყნის მნიშვნელოვან როლსა და საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.

`ჩვენ პატარა სახელმწიფო გვაქვს, მაგრამ ძალიან დიდი ცივილიზაციების გზაჯვარედინზე ვიმყოფებით. ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი დღიდან, თურქეთი მხარს უჭერდა და ამხნევებდა საქართველოს. ცდილობდა დაგვხმარებოდა ფეხზე დადგომაში და ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობდა. ამას ჩემი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან ვგრძნობდი. ესაა თურქეთის მიდგომა - გამოიყენოს საკუთარი სიძლიერე და გავლენა. ჩვენს ალიანსს დღეს სწორედ ეს ღირებულება აკავშირებს. იზოლაციას და კონფრონტაციას ჩვენ დავუპირისპირეთ თანამშრომლობა... 2003 წელს საქართველოს ხელისუფლების სათავეში ახალი თაობა მოვიდა, რომელმაც უარი თქვა საბჭოთა იდეებზე, რაც დანაწევრებას და დაპირისპირებას გულისხმობდა.

საბჭოთა კავშირი უაღრესად რასისტული კავშირი იყო... მაგრამ მე გავიზარდე ისეთ ქალაქში, სადაც მეჩეთი და სინაგოგა გვერდიგვერდ დგას - ესაა ჩვენი იდენტურობა... ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვნებით და ჩვენი გამოცდილებით.

საქართველო არის ლაბორატორია და მოდელი იმისა, რომ მშვიდობიანი თანაარსებობა შესაძლებელია თვითმყოფადობის შენარჩუნების გათვალისწინებით,`- განაცხადა პრეზიდენტმა.

საერთაშორისო შეხვედრა სტამბოლში მიმდინარეობს.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...