Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ათასობით ადამიანი აპროტესტებს საქართველოს მთავრობას


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/voiceof-america.jpg

ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, რათა გამოეხატა მხარდაჭერა ოპოზიციისათვის, რომლის მიზანია მომავალი არჩევნებით  მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორება.

კვირის დემონსტრაცია ორგანიზებული იყო ოპოზიციური მოძრაობის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მიერ, მოძრაობისა, რომელსაც სათავეში უდგას მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი. დემონსტრაცია, რომელიც თავისუფლების მოედანზე დასრულდა, აღიქმებოდა, როგორც ოპოზიციის მხარდაჭერის გამოხატულება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

ივანიშვილს ამჯერად ამჯერად არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს, რადგან მთავრობამ გასულ წელს მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა იმიტომ, რომ ის ამავე დროს საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქე იყო.

სააკაშვილის მოკავშირეები მას იმაში სდებენ ბრალს, რომ ის საქართველოში რუსეთის პოლიტიკურ მიზნებს უჭერს მხარს.

თუმცა პარლამენტა მიიღო ცვლილებები, რომელთა თანახმად ევროკავშირის საქართველოში მცხოვრებ  მოქალაქეებს შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა 2013 წლის იანვარში სრულდება და არ არის ცხადი, მოისურვებს თუ არა ის პრემიერ-მინისტრობას. კვირის დემონსტრაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მასობრივი იყო.

ორიგინალი

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...