planetanews Posted May 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/spiegel1.jpgბოლოს სამი წლის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი ანტისამთავრობო დემონსტრაცია იყო: თბილისში ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ პროტესტი გამოეთქვა. მასობრივი თავშეყრის ორგანიზატორი საქართველოს უმდიდრესი ადამიანი გახლდათ – ამით მან თავისი საარჩევნო ბრძოლა დაიწყო.რიცხვები 40 000 და 80 000 შორის მერყეობდა, თუმცა ერთი უდავოა: კვირას საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკის საწინააღმდეგო მასობრივი დემონსტრაცია ჩატარდა. ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ანტისამთავრობო დემონსტრაცია იყო, რომელსაც ორგანიზება ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გაუკეთა.ამერიკული ბიზნეს ჟურნალის „ფორბსის“ თანახმად, ივანიშვილის ქონება 4,8 მილიარდ ევროს შეადგენს და ის საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანია. წარსულში მან არა ერთხელ გააკრიტიკა სააკაშვილი ოპოზიციის დათრგუნვისა და ავტორიტარული მმართველობის გამო. გასული წლის ოქტომბერში ის პოლიტიკაში წავიდა: დააარსა პარტია „ქართული ოცნება“, სურს მოიგოს საპარლამენტო არჩევნები და გახდეს პრემიერ-მინისტრი. თბილისში გამართული ღონისძიება მისი საარჩევნო ბრძოლის დასაწყისი იყო.„ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ძლიერი და ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანები თავისუფლად იცხოვრებდნენ და ყველა თავისი სამუშაოს საზღაურს მიიღებდა“, უთხრა ივანიშვილმა დემონსტრანტებს თავისუფლების მოედანზე. იგი ძალიან დიდხანს ელოდა ამას, თუმცა მას შემდეგ რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა და გარდამავალი პერიოდი ძალიან გაჭიანურდა, გადაწყვიტა დაეწყო ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ.სააკაშვილის რეაქცია მასობრივ ღონისძიებაზე დემონსტრატიულად ზერელე იყო. მისი თქმით, ყოველთვის იქნება ათიათასობით ადამიანი, რომლებიც რეფორმებით უკმაყოფილონი არიან. მომავალ იანვარს მისი პრეზიდენტობის მეორე და ბოლო ვადა იწურება. ამის შემდეგ რას აპირებს, უცნობია.ქართველები ახალ პარლამენტს ოქტომბერში აირჩევენ. გამოკითხვების თანახმად, ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ ამ დროისათვის ჩამორჩება სააკაშვილის პარტიას, რომელიც 2004 წელს ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში.ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts