planetanews Posted June 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/breivik-300x200.jpgნორვეგიული ციხის ადმინისტრაცია, სადაც ტერორიზმში ბრალდებული ანდერს ბრეივიკი იმყოფება, მისთვის “თანამესაკნეებს” დაიქირავებს, რადგან რეალურ მსჯავრდებულებს ტერორისტმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას.ამის შესახებ ადილობრივი გაზეთი “Dagbladet” იუწყება.პროფესიონალ თანამესაკნეებს ბრეივიკთან ურთიერთობა და მისი გართობა, მაგალითად მასთან ჭადრაკის თამაში, დაევალება.“იმ შემთხვევაში, თუ ბრეივიკს თავისუფლების აღკვეთა მაქსიმალური ხნით შეეფარდება, მას სხვა მსჯავრდებულებთან კონტაქტი არ ექნება. ჩვენ ასეთი პრაქტიკა უკვე გვქონია”, – განაცხადა ციხის დირექტორმა კნუტ ბიარკეიდმა.ციხის ადმინისტრაცია შიშობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტერორისტთან ერთ საკანში რეალური მსჯავრდებულები მოხვდებიან, ის მათ მძევლად აიყვანს ან რაიმე სხვა პროვოკაციას მოაწყობს.“პროფესიონალ თანამესაკნეებს” ციხის პერსონალიდან და სხვა სტრუქტურებიდან შეარჩევენ.ბრეივიკის კარცერში დიდი ხნით მოთავსების საშუალებას ნორვეგიული კანონი არ იძლევა.თერრორისტს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts