planetanews Posted June 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/patriarqi.jpegყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა სრულდება.წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.ტაძარში დაბრძანებულია წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი, რომელიც სიონიდან სამებაში დღეს დილით გადმოაბრძანეს. ვაზის ჯვარი სპეციალურ ლუსკუმაშია ჩასვენებული. წირვის განმავლობაში ტაძარში მყოფ მრევლს საშუალება ექნება, ვაზის ჯვარს ემთხვიონ. ვაზის ჯვარი სამებაში მსახურების ბოლომდე დარჩება, შემდეგ ისევ სიონის ტაძარში გადააბრძანებენ. ვაზის ჯვარი კეთილსურნელებას აფრქვევს და მასზე მთხვევისას, მადლმოსილებას ყველა გრძნობს.ტაძარში მალე წმინდა სახარებიდან ადგილს წაიკითხავენ. წირვის დასრულების შემდეგ კი კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში დაახლოებით 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა, მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა, როდესაც სამეფო ტახტზე მეფე მირიანი და დედოფალი ნანა იყო.წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს, 1 ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე აღნიშნება, ხოლო 27 იანვარს – წმინდა ნინოს გარდაცვალება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts