planetanews Posted June 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/Levan-Kobiashvili-Hertha_2773819-300x156.jpgლევან კობიაშვილი იფიცება, რომ მსაჯისთვის ვოლფგანგ შტარკისთვის არ დაურტყია და ჩვენ მისი გვჯერა.ეს განცხადება ბერლინის “ჰერტას” პრეზიდენტმა ვერნერ გეგენბაუერმა გუნდის დიდ შეკრებაზე გააკეთა, რომელსაც კლუბის 3 400 ფანი ესწრებოდა.ჰერტას ხელმძღვანელები და მწვრთნელები ქართველ ფეხბურთელს სრულ თანადგომას უცხადებენ, კობიაშვილის ადვოკატები კი ცდილობენ მისი უდანაშაულობა დაამტკიცონ და 1 წლიანი დისკვალიფიკაცია აარიდონ.“ჰერტას” და “ფორტუნას” სკანდალური მატჩის მთავარმა არბიტრმა ვოლფგანგ შტარკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კობიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გასახდელში კისერში მუშტი ჩაარტყა და მოაჯირის წყალობით ექვსმეტრიან კიბეზე დაგორებას გადაურჩა.ამ ბრალდების განხილვის შემდეგ გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა კობიაშვილის 1 წლით დისკვალიფიკაცია მოითხოვა.იმ ადგილას, სადაც შტარკის თქმით, კობიაშვილმა მუშტი ჩაარტყა, ვიდეოკამერები დამონტაჟებული არ არის და არც მომხდარის ფოტო-მტკიცებულება არსებობს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებს ქართველი ფეხბურთელი თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას.იმ შემთხვევაში, თუ ადვოკატებმა კობიაშვილს დისკვალიფიკაცია ვერ აარიდეს, მას თამაში 2012 წლის 16 მაისიდან, 2013 წლის 16 მაისამდე აეკრძალება.აღსანიშნავია, რომ ეს აკრძალვა მხოლოდ პირველ, მეორე და მესამე ბუნდესლიგებზე გავრცელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დისკვალიფიკაციის შემთხვევაში კობიაშვილს კარიერის გაგრძელება ნებისმიერ სხვა ქვეყანაში შეეძლება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts