planetanews Posted June 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/shexvedra-1-300x199.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორს, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მრჩეველს სამეცნიერო საკითხებში რიტა კოლველს და მასთან ერთად საქართველოში მყოფ დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ.შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო და კვლევითი საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის მომავალ გეგმებზე იმსჯელეს. რიტა კოლველმა დადებითად შეაფასა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს და მკვლევარებს სახელმწიფოსგან მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ. ამერიკული წამყვანი სამეცნიერო წრეების მონაწილეობით დაიგეგმა რამდენიმე ღონისძიება, რომელიც ახლო მომავალში განხორციელდება.დიმიტრი შაშკინმა აშშ-ს დელეგაციას დეტალურად გააცნო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიზნები და ის პროგრამები, რომლებიც მეცნიერების მიმართულებით ხორციელდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts