planetanews Posted June 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/gamocdebi-300x199.jpgგამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამაშრომლები აცხადებენ, რომ მათ მიმართ ზეწოლა და დაშინება ხორციელდება.როგორც სასტუმრო “თბილისი მარიოტში” დღეს გამართულ შეხვედრაზე გავრცელებულ ცენტრის ყოფილი თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, განსაკუთრებული რისკებისა და საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმის მიუხედავად, რომ არაერთხელ მკაფიოდ გამოხატეს პოზიცია მინისტრ დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა და ხშირ შემთხვევაში, გავრცელებულმა არაობიექტურმა ინფორმაციამ კიდევ ერთი განმარტების აუცილებლობა დაანახათ.“სამსახურის დატოვება იყო ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება და პასუხი მინისტრის სრულიად დაუსაბუთებელ და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაზე, მის პოლიტიკასა და ქმედებებზე. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ მოსაზრებებს. ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იქნება ამ ნაბიჯს მიღმა პოლიტიკური მოტივების ძიება”, – ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაში.მათივე თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრი მუდმივად ემსახურებოდა სამართლიანობასა და ობიექტურობას და ქმნიდა კორუფციისგან თავისუფალ სისტემას.“როგორც ჩანს, ამ პრინციპებთან შეუთავსებელი აღმოჩნდა მინისტრის პოლიტიკა. ამის დასტურია მისი მცდელობები, უხეშად ჩარეულიყო ცენტრის მუშაობაში. სწორედ ასეთ ფაქტებს ეწინააღმდეგებოდა კატეგორიულად გამოცდების ეროვნული ცენტრი და მისი ხელმძღვანელი. ამის კარგი მაგალითია სამინისტროს მიერ ცენტრისთვის მიწოდებული ცვლილებების პროექტი, რომელიც კომისიას აპელაციების შედეგების გადახედვის უფლებას აძლევდა ნაშრომებზე სახელისა და გვარის ღიად მითითებით. ცხადია, რომ ასეთი ცვლილება, რომელიც ნაშრომთა ანონიმურობის პრინციპს ეწინააღმდეგება, მარტივად იძლევა გულებით გამიზნულად მანიპულირების შესაძლებლობას. ცვლილების ამ პროექტს კატეგორულად არ დაეთანხმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და მთელი კოლექტივი”, – ნათქვამია განცხადებაში.ცენტრის ყოფილი თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მინისტრის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გარემოება გახდა. მათივე განმარტებით, რჩებიან საჯარო სივრცეში, თუმცა საჯარო სამსახურის გარეთ.ცენტრის ყოფილი თანამშრომლები სამინისტროს განათლების პოლიტიკის საკითხებზე დისკუსიასაც სთავაზობენ, როგორც თანასწორის და არა როგორც დაქვემდებარებულის როლში.“გარწმუნებთ, რომ ჩვენ, ისევე როგორც მაია მიმინოშვილი, ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული ერთიანი ეროვნული გამოცდების შეუფერხებლად ჩატარებაში. ეს არის საქმე, რომელსაც ბევრი ენერგია შევალიეთ და სამსახურის დატოვების შემდეგაც მზად ვართ ხელი შევუწყოთ გამოცდების უხარვეზოდ ჩატარებას. ასევე, გვსურს საერთაშორისო და უფლებადმცველი ორგანიზაციების ყურადღება მივაპყროთ იმ გარემოებას, რომ სამსახურიდან წამოსულ თანამშრომლებზე ხორციელდება ზეწოლა და დაშინება. მივიჩნევთ, რომ განსაკუთრებული რისკებისა და საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი. სწორედ ამიტომ უფლებადმცველი ორგანიზაციების მხარდაჭერას ვითხოვთ. ასევე, კატეგორულად მოვითხოვთ სასწრაფოდ და საჯარო წესით განემარტოს საზოგადოებას, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული მინისტრის მოუწესრიგებელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რატომ გაატარა მან ფუნდამენტური საკადრო ცვლილება ზუსტად გამოცდების მსვლელობის დროს, 28 მაისს”, – აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts