Jump to content
Planeta.Ge

გამოცდების ცენტრის ყოფილი თანამაშრომლები მათ მიმართ ზეწოლასა და დაშინებაზე საუბრობენ


Recommended Posts

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამაშრომლები მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და დაშინებაზე საუბრობენ. როგორც ცენტრის ყოფილი თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი , განსაკუთრებული რისკებისა და საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, სწორედ ამიტომ ისინი უფლებადამცველი ორგანიზაციების მხარდაჭერას ითხოვენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმის მიუხედავად, რომ არაერთხელ მკაფიოდ გამოხატეს პოზიცია მინისტრ დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა და ხშირ შემთხვევაში, გავრცელებულმა არაობიექტურმა ინფორმაციამ კიდევ ერთი განმარტების აუცილებლობა დაანახათ.

"სამსახურის დატოვება იყო ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება და პასუხი მინისტრის სრულიად დაუსაბუთებელ და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაზე, მის პოლიტიკასა და ქმედებებზე. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ მოსაზრებებს. ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იქნება ამ ნაბიჯს მიღმა პოლიტიკური მოტივების ძიება", - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაში.

მათივე თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრი მუდმივად ემსახურებოდა სამართლიანობასა და ობიექტურობას და ქმნიდა კორუფციისგან თავისუფალ სისტემას.

"როგორც ჩანს, ამ პრინციპებთან შეუთავსებელი აღმოჩნდა მინისტრის პოლიტიკა. ამის დასტურია მისი მცდელობები, უხეშად ჩარეულიყო ცენტრის მუშაობაში. სწორედ ასეთ ფაქტებს ეწინააღმდეგებოდა კატეგორიულად გამოცდების ეროვნული ცენტრი და მისი ხელმძღვანელი. ამის კარგი მაგალითია სამინისტროს მიერ ცენტრისთვის მიწოდებული ცვლილებების პროექტი, რომელიც კომისიას აპელაციების შედეგების გადახედვის უფლებას აძლევდა ნაშრომებზე სახელისა და გვარის ღიად მითითებით. ცხადია, რომ ასეთი ცვლილება, რომელიც ნაშრომთა ანონიმურობის პრინციპს ეწინააღმდეგება, მარტივად იძლევა გულებით გამიზნულად მანიპულირების შესაძლებლობას. ცვლილების ამ პროექტს კატეგორულად არ დაეთანხმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და მთელი კოლექტივი", - ნათქვამია განცხადებაში.

ცენტრის ყოფილი თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მინისტრის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გარემოება გახდა. მათივე განმარტებით, რჩებიან საჯარო სივრცეში, თუმცა საჯარო სამსახურის გარეთ.

ცენტრის ყოფილი თანამშრომლები სამინისტროს განათლების პოლიტიკის საკითხებზე დისკუსიასაც სთავაზობენ, როგორც თანასწორის და არა როგორც დაქვემდებარებულის როლში.

"გარწმუნებთ, რომ ჩვენ, ისევე როგორც მაია მიმინოშვილი, ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული ერთიანი ეროვნული გამოცდების შეუფერხებლად ჩატარებაში. ეს არის საქმე, რომელსაც ბევრი ენერგია შევალიეთ და სამსახურის დატოვების შემდეგაც მზად ვართ ხელი შევუწყოთ გამოცდების უხარვეზოდ ჩატარებას. ასევე, გვსურს საერთაშორისო და უფლებადმცველი ორგანიზაციების ყურადღება მივაპყროთ იმ გარემოებას, რომ სამსახურიდან წამოსულ თანამშრომლებზე ხორციელდება ზეწოლა და დაშინება. მივიჩნევთ, რომ განსაკუთრებული რისკებისა და საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი. სწორედ ამიტომ უფლებადმცველი ორგანიზაციების მხარდაჭერას ვითხოვთ. ასევე, კატეგორულად მოვითხოვთ სასწრაფოდ და საჯარო წესით განემარტოს საზოგადოებას, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული მინისტრის მოუწესრიგებელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რატომ გაატარა მან ფუნდამენტური საკადრო ცვლილება ზუსტად გამოცდების მსვლელობის დროს, 28 მაისს", - აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების განცხადებაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ მჯერა ამ ხალხის მე.. დააშინეს არა ტოროლა..

ადექი და შენც შეაშინე, თუ ტრ##კი არ გაქვს ,მაშინ იყავი მონა რა..

ეხლა გამოვა ყველა წამებული ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"სამსახურის დატოვება იყო ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება და პასუხი მინისტრის სრულიად დაუსაბუთებელ და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაზე,

აქამდე არ მიუღია შაშკინს "დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო" გადაწყვეტილება?!(ტრაკისმოთამაშეთასმაილი)

ეს მეორე ცხოვრება არაა და არც მღვდლისგან შენდობას ელოდონ...ყველა ვინც მათ(ნაციკების)სამსახურში იყო უნდა დაიხვრიტოს(ვენაცვალესტალინსსმაილი)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამაშრომლები მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და დაშინებაზე საუბრობენ.

ოტია იოსელიანის სიტყვებს მოვიშველიებ "ცოლი თუ ხარ ზეწოლასაც უნდა გაუძლო და ქვეწოლასაცო" :)

იგივეა ყოფილ და ახლანდელ საჯარო სამსახურის თანამშრომლებზეც :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქამდე არ მიუღია შაშკინს "დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო" გადაწყვეტილება?!(ტრაკისმოთამაშეთასმაილი) ეს მეორე ცხოვრება არაა და არც მღვდლისგან შენდობას ელოდონ...ყველა ვინც მათ(ნაციკების)სამსახურში იყო უნდა დაიხვრიტოს(ვენაცვალესტალინსსმაილი)

+++100%

 

მოქალაქეთა კავშირის და ნაცმოძრაობის წარსულს მაგონებს ეს ყველაფერი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოქალაქეთა კავშირის და ნაცმოძრაობის წარსულს მაგონებს ეს ყველაფერი..

ამიტომაც გცემ პატივს (თუმცა არა მხოლოდ ამიტომ) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

:hug:

ხო გახსოვს გადადი, გადმოდი რო მიდიოდა პარტიებს შორის,, ეგეთი სიტუაციია ეხლაც და

მაგრად ტეხავს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...