Jump to content
Planeta.Ge

გირგვლიანიზმი გრძელდება?


Recommended Posts

13 მაისს თბილისში სანდრო გირგვლიანის გატაცების მსგავსი ფაქტი მოხდა, ოღონდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. "საერთო გაზეთის" დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, ვახტანგ ხარჩილავას ვაჟი, დავით ხარჩილავა, უცნობმა პირებმა თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს, კოჯრის ტყეში წაიყვანეს და შემდეგ იქ შიშველი დატოვეს.

"სარკეს" თავად დაზარალებულმა უამბო, რა მოხდა 13 მაისის ღამეს.

დავით ხარჩილავა:

– 13 მაისს რუსთაველზე, "მაკდონალდსის" ზევით ქუჩა რომ ადის, იქვე, 20 მეტრში, იტალიური ეზოა, იქ ვიყავი მეგობრებთან ერთად. ღამის 3–4 საათზე გამოვედი. მანამდე ერთხელ ვიყავი გამოსული, ჩავედი რუსთაველის გამზირზე მაღაზიაში, სიგარეტი ვიყიდე და ნახევარ საათში სახლში წასვლა გადავწყვიტე. გარეთ რომ გამოვედი, სიბნელეში ვიღაც იდგა, რომელმაც დამიძახა, ბიჭო, მოდი აქ, შენი დედაო. ნასვამი ვიყავი და ვუპასუხე, შენი ბიჭო ვინ არის, შენი დედაც–მეთქი. ქვედა მხრიდან მანქანის ფარები აინთო და მანქანაში როგორ აღმოვჩნდი, ვერ მივხვდი. თავი ვიღაცის მუხლებზე მედო და თავზე იარაღი მქონდა დადებული. არ ვიცი, რამდენი ხანი მივდიოდით. მერე ვიგრძენი, რომ ასფალტის გზა აღარ იყო, მანქანა ტალახიან გზაზე მიდიოდა. შემდეგ ხუთი წუთი ტყეში მატარეს, ვგრძნობდი, რომ ფოთლებსა და ბალახზე მივდიოდით. მანქანაში არანაირი საუბარი არ ყოფილა, მხოლოდ მითხრეს, ზედმეტად არ იხვანცალოო. დავემორჩილე. მივხვდი, რომ რაღაც შარში ვიყავი. ტყეში გადმომიყვანეს, დაბლა დამსვეს და მითხრეს, გაიხადეო.

ბმული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საწყალი.

 

კი მაგრამ ეს კოჯრის ტყე ნაცების ღმოჩენაა? ან იმ სიშორეზე რო არ წაეყვანათ იქვე ვერ ეტყოდნენ სათქმელს?

როგორ არ იცის ვინ იყვნენ, რუსთაველზე თუ დაუძახა და შეაგინა , იქ ვერ დაინახა ვინ იყვნენ?

რუთაველზეც ბნელა ??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არადამაჯერებლად ჟღერს

ამხელა სტატიაში ერთს არაფერს ამბობს ისეთს რითაც თავის ღირსებას დაამცირებს

რატომ წაიყვანეს იმსშიშორეს როცა ამ ყველაფრის თქმა იქვე მანქანაშიც შეეძლოთ??ორი კაცცს გვერდიდან ხელკავი ქონდაო იძახის რათ უნდოდა ამას გაკავება როცა მანამდე თქვა მანქანაში იარაღი დამადეს და წყნარად ვიყავიო??

ტანსაცმლის გახდას ზოგადად აქვს ორი მიზეზი:1)ტანსაცმელი გჭირდება და იმიტო ხდი; და 2)შიშველი ადამიანი გჭირდება...იმათ არც ტანსაცმელი წაიღეს და არც შიშველი ადამიანი გამოიყენეს საჭიროებისამებრ :)

კიდევ ბევრი უზუსტობაა...აღარ გავაგრძელებ...

საქართველოში მარტივი პოპულარობა მიიღწევა ორი მეთოდით:1მმკ-მ უნდა გცემოს ან 2პოლიციამ,ხოლო თუ პოლიცია ტყეში სიბნელეში წაგიყვანს და არ გცემს,სუპერ პოპულარული ხდები

პ.ს.ამას პირდაპირ არ უთქვამს პოლიცია იყოო,მაგრამ ყველანაირად ცდილობდა ჩვენ პოლიციელებზე მიგვეტანა ეჭვი :) თან გირგვლიანის მსგავსი მოტაცებაო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მანქანაში როგორ აღმოვჩნდი, ვერ მივხვდი

აი ეს, ანუ ადამიანის მანქანაში ისე მოხვედრა რომ თავად ვერ მიხვდეს ამის შესახებ, როგორ შეიძლება მოხდეს განვმარტოთ ჯერ და მერე გავაგრძელოთ საუბარი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერაბიშვილმა სტარტრეკიდან ტრანსპორტატორი იყიდა და ეხლა ისე ახდენს ადამიანების გადაადგილებას რომ საწყალი მსხვერპლი ვერ ხვდება....წყეული იანკები "რეჟიმს" ტექნიკით ამარაგებენ!!! თუმცა ტრანსპორტატორი სცენარის მიხედვით ვულკანელებს ეკუთვნოდათ... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეტყობა ფოკუზმოკუზი გაუკეთეს..:D აბა როგორ უნდა აღმოჩნდე მანქანაში ისე , რომ ვერც კი გაიგო..

თან რა მანქანა იყო ისიც ვერ გაიგო..:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

აი ეს, ანუ ადამიანის მანქანაში ისე მოხვედრა რომ თავად ვერ მიხვდეს ამის შესახებ, როგორ შეიძლება მოხდეს განვმარტოთ ჯერ და მერე გავაგრძელოთ საუბარი

 

მაგალთად თავში რომ ჩაგარტყამენ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...