lasha_alo Posted May 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2012 http://www.nrp.ge/aqtualuri-thema/1270-davith-gamyrelidze-qivanishvilma-politikuri-brdzola-gamogvickhada-da-qakhali-memarjveneebicq-brdzolas-vuckhadebth-ivanishvilsq.html?lang=ka-GE"ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თავის სამართლებელი რა მაქვს იმ კაცთან, ვინც ამ წლების მანძილზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინა საააკაშვილ-მერაბიშვილს?! ეს არის კაცი, ვისთვისაც მერაბიშვილი დღემდე ავტორიტეტია და კაცი, ვინც ისევ მოხიბლულია ზურაბ ადეიშვილით. ჩემთვის კი ორივე დანაშაულთან და კრიმინალთან ასოცირდება." -----ნებით თუ უნებლიედ, "ახალი მემარჯვენეები" " ქართული ოცნების" ფიქრისა და განსჯის საგანი 27 მაისამდეც აღმოჩნდნენ და 27 მაისსაც. საარჩევნო კამპანიის გახსნის დღეს, ბიძინა ივანიშვილის გვერდით, სცენაზე დავით საგანელიძე იდგა, რომელმაც ერთი დღით ადრე განაცხადა, "ახლებიდან" "ოცნებაში" მივდივარ და მხარდამჭერებს ვთხოვ, წამომყვნენო. სწორედ ამავე დღეს, პირდაპირ ეთერში გაახსენეს ივანიშვილს მისი მოკლე პოლიტბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზაც _ "შუა უნდა გაიკრიფოს" და კოალიციის ლიდერმა მოულოდნელად "ჩვენება" შეცვალა, ხოლო ფრაზის კონტექსტი ისე დაავიწროვა, ბოლოს დააკონკრეტა _ "გასაკრეფთა" შორის მხოლოდ ახალი მემარჯვენეები და ქრისტიან-დემოკრატები ვიგულისხმეო. "ვერსია" "ახლების" ლიდერს, დავით გამყრელიძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა დავით საგანელიძის პარტიიდან წასვლის ფაქტსა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ განცხადებაზე: _ ბიძინა ივანიშვილმა პრინციპული და უხეში შეცდომები დაუშვა პირველად მაშინაც, როცა "შუის გაკრეფაზე" დაიწყო საუბარი და დღესაც იმავეს აგრძელებს, მეორედ კი მაშინ, როცა თქვა, მე მჭირდება აბსოლუტური ძალაუფლება და კონსტიტუციური უმრავლესობაო. ასე დაიწყო სააკაშვილმაც და ვნახეთ, როგორ მივიდა ნეობოლშევიზმამდე. ზუსტად ასეთივე საფრთხეა ივანიშვილის სურვილშიც. ფართო კოალიციაზე საუბარი სისულელეა და მგონი, ყველა ხედავს, რომ `ოცნება~ ერთი კაცის კოალიციაა. სააკაშვილი შევარდნაძის რევანშისტების მეშვეობით მოდიოდა, ივანიშვილი კი დღევანდელ ხელისუფლებაზე რევანშის იდეით მოდის და მისი მთავარი ინსტრუმენტი ფულია. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს და იმედი მაქვს, არ გამოუვა, ბითუმად იყიდოს მთელი საქართველო. ყველას შევახსენებ, თუ მას 6 მილიარდი აქვს, მსოფლიოში სხვაც ბევრი ადამიანია, ვინც საქართველოთია დაინტერესებული და, შესაძლოა, ასეულობით მილიარდიც ჰქონდეს. ერთ-ერთია ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების მიერ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანადაა აღიარებული, ოღონდ არალეგალური ფულით. ასე რომ, არ უნდა დავუშვათ, ვინმემ ჩვენი შესყიდვა მოახერხოს. _ მთელი ამ პასაჟის მანძილზე თქვენი და ხელისუფლების არგუმენტები ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს..._ რა ვქნა, იმის გამო, რომ რაღაც ემთხვევა, აზრს ვერ შევიცვლი. ვერც ივანიშვილს მივცემ იმის საშუალებას, როცა მოუნდება, ჩემი და ჩემი პარტიის სახელი აგდებულად წამოიძახოს. პირიქით, ბატონი ივანიშვილის გამოწვევა მივიღეთ და ჩვენგანაც ადეკვატურ პასუხს უნდა ელოდოს იმ პროცესში, რასაც პოლიტიკური ბრძოლა ჰქვია. ივანიშვილმა გამოგვიცხადა პოლიტიკური ბრძოლა და "ახალი მემარჯვენეებიც" ბრძოლას ვუცხადებთ ივანიშვილს! ივანიშვილის ტერმინს გამოვიყენებ _ მან ნებიერად მოახდინა მთელი თავისი აქტივების რეალიზაცია რუსეთში. მილიარდნახევარი აიღო და გამოიტანა, პუტინის რუსეთის პირობებში, რაც კიდევ ერთხელ მიმყარებს ეჭვს, რომ ამ ადამიანს სერიოზული მხარდაჭერა აქვს პუტინისა და კრემლის მხრიდან. შეიძლება, ვიღაცამ თქვენსავით თქვას, რომ ეს ხელისუფლების არგუმენტია, მაგრამ რა ვუყო იმ ლოგიკას, რაც ნადვილად არის ამ არგუმენტში? რაც შეეხება მილიარდერის გარემოცვას, მესმის, იქ არიან ადამიანები, ვისაც ხელისუფლებასთან ანგარიშსწორება სურს, ზოგს _ მთავრობაში დაბრუნების დაუოკებელი სურვილი, ზოგს _ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, მაგრამ მათმა დიდმა ნაწილმა სერიოზული წვლილი შეიტანა სააკაშვილის მოყვანაში. მათ ვერ იგრძნეს პასუხისმგებლობა, არ გაეცალნენ პროცესს და ახლა უკვე ახალ პროცესში მონაწილეობენ, ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბებას ცდილობენ. მინდა, ვთხოვო ამ ადამიანებს, კარგად დაფიქრდნენ თავიანთ პასუხისმგებლობეზე, რადგან ისევ ვნახეთ მარგინალიზებული, ორ ნაწილად გახლეჩილი საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი, ტელევიზიები და ა.შ. _ ყველა მოგედავებათ _ 27 მაისს თქვენ მარგინალი სამოქალაქო სექტორი და საზოგადოება ნახეთ თავისუფლების მოედანზე?_ აქ პოლიტიკურ მარგინალიზმზეა საუბარი და იმაზე, რომ არასამთავრობოები და მედია თავიდან ბოლომდე ანგაჟირებულია. ამაზე საინტერესო აზრი გამოთქვა ამერიკის ელჩმაც, ამ ქვეყანაში პრობლემაა ისაა, რომ მედიაც კი იძულებულია, რომელიმე მხარეს დადგესო. ეს განცხადება სწორედ ცნობილი ფრაზის, "შუის გაკრეფის" დიპლომატიური გამოხმაურება იყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted May 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2012 ვახ ჩემიიი... აღარ ხუმრობენ მემარჯვენეები..მოგვიანებით წავიკითხავ , საინტერესოა რა უნდა გამყრელიძეს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted May 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2012 (edited) გამყრელიძე ყველაზე დაჩაგრული ხეა ქართული პოლიტიკის უდაბნოში: გამყრელიძე პრინციპში არაფრით არ განსხვავდება სხვა სიკოფანტ მოლაპარაკე თავებისაგან, რომლებსაც პოპოლიტიკოსებს და ოპოპოლიტიკოსებს ეძახიან, ერთი პატარა განხვავება მაინც აქვს: გამყრელიძეს ყოველთვის აგვიანდება ღალატი.....ღალატით სხვებს არ ჩამოუვარდება იცის ღალატი როგორც ყველა პატიოსანმა პოლიტიკოსმა, მაგრამ უგვიანდება ხოლმე ღალატი...და როდესაც კეისარის გვამი უკვე მორგში მიაქვთ ხოლმე გამყრელიძე მაშინ აყენებს კეისარს "მომაკვდინებელ" დარტყმას საფარიდან....აი სხვებმა ღალატი მშვენივრად დახვეწეს და მაგისტრებიც გახდნენ...მაგალითად დჟონდი და ცაგარეიშვილი ისე ხშირად გადარბიან გადმორბიან მტერმოყვარის ბანაკებში რომ ორივე მხარემ ხელი ჩაიქნია და თავისიან მტრად ჩათვალა ეს ელ რევოლუციონერი დუეტი...გამყრელიძეს კი ყოველთვის უგვიანდება ღალატი: გულით უნდა უღალატოს, მთელი მისი არსება ითხოვს ღალატს მაგრამ ...დაგვიანებულად ღალატობს მაინც.....დააგვიანა ედვარდ "მსოფლიო მნიშვნელობის რაღაც ასოს" ღალატი 2003...2008 წ აგვისტოშიც გვიან უღალატა ქვეყანას...როცა შალიკო 1-ს ზაქარეიშვილს, კუკავას, სალომეს, თოფაძეს უკვე საქართველო აგრესორად და ქართული ჯარი სამხედრო დამნაშავეებად ყავდა გამოცხადებული....ბოლომდე უსუფასავით ვერ უღალატა სამშობლოს და ესღა თქვა მაინც უნდა მოგვეთმინა და სხვანაირად უნდა გვესროლაო...ალბათ თვალდახუჭული უნდა გვესროლა.... ეხლა როგორც იქნა გამოჩნდა ოპოს ოცნება: თოვლის ბაბუა ფულის ხურჯინით და რუსული დემოკრატიით მოხიბლული, აქაც გაჭედა გამყრელიძემ....ძნელი გასაგებია უკვე მიხეილის ღალატი დააგვიანა თუ ბიძინა-ბორიას ღალატი იჩქარა...მოკლედ გამყრელიძეს ღალატის პარადოქსზე პასუხს დრო გაგვცემს....Coming Soon...როგორც იტყვიან ოქტომბრელები Edited May 30, 2012 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2012 დავით გამყრელიძე: "ივანიშვილმა პოლიტიკური ბრძოლა გამოგვიცხადა და "ახალი მემარჯვენეებიც" ბრძოლას ვუცხადებთ ივანიშვილს!აი, მე ხომ ვაგინებ ნაცებს და ივანიშვილს, მაგრამ ესენი ვის დაკარგვიან? ვის უცხადებ ბრძოლას შე ჩემის პრობკა შენა ჰა? აზრზე მაინც თუ ხარ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.