Jump to content
Planeta.Ge

ბიზნესმენებმაც ამოიღეს ხმა მგონი


Recommended Posts

ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი ბიზნეს-სექტორს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

 

როგორც “პირWელს” ჰოლდინგური კომპანია “ვაკე-5”-ის და “ალბატროს ჯგუფის” დამფუძნებელმა დავით ბეგიაშვილმა განუცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლები წლების განმავლობაში მუქარითა და ტერორით ითვისებდნენ მათ მიერ შექმნილ ბიზნესებს.

 

 

ჰოლდინგური კომპანია “ვაკე-5”-ის და “ალბატროს ჯგუფის” დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი ბიზნესმენებს გაერთიანებისა და რეჟიმის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისაკენ მოუწოდებს.

 

“მივმართავ ბიზნესმენებს, კოლეგებს, მეგობრებს და თავისუფალი ნების ადამიანებს. მოვუწოდებ ყველას! გავერთიანდეთ, გამოვააშკარაოთ დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელმაც ჩვენთან ურთიერთობის ენად ტერორი აირჩია. მოვთხოვოთ პასუხი მოძალადე ხელისუფლებას, რათა შესაძლებელი გახდეს ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება!”, - განაცხადა ბეგიაშვილმა.

 

http://www.pirweli.com.ge/?menuid=9&id=7460

 

ეს კი თავად ამ ადამიანის კომპანიის საიტი, თუ ვინმეს დააინტერესებს, საინტერესო ისაა, რომ საქართველოში მოღვაწეობს

 

http://geo.albatrosdeluxe.com/index/prezidenti/0-41

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლოზუნგის გარდა ბეგიაშვილს რაიმე კონკეტული ფაქტი რომ დაედო უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა თორემ იმ ჭორს მახსენებს კომუნისტები ჭავჭავაძეს რომ უვრცელებდნენ "ტირანი იყო გლეხებს მიწას არ აძლევდაო"...ეხლა ვიცი რომ პატიოსანი ტანჯული ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი(ალბათ ვაჭარია ჩვეულებრივი) ამ მაგალითს არ იმსახურებს მაგრამ მინდა მივემხრო და ამიტომაც ვურჩევ. ეს კოსმოსური მასშტაბების ბიზნესტერორის ფაქტი(თუ რა თქმა უნდა ასეთის მსგავსი მოეპოვება, თუმცა უბრალო განცხადებაც რამხელა სიმამაცეს მოითხოვს: დამბურძგლა როცა ბეგiაშვილის თავდადებაზედ დავფიქრდი) თვითონ გაახმოვანოს, არც ოსტანკინოს ფილიალის(მაესტრო, მეცხრე, აქუ) ტუტრუცანა ოფოფების და არც "სამთავრობოების"(რუსთავი, იმედი) დავარცხნილი ჭეშმარიტებებით გაზავებულია საინტერესო....მიდი დათა ბეგიაშვილო შეუტიე! მარცხნიდან ატაკე, ჰკა მაგას, ურააა "ტყვია შტერია, ხიშტი ყოჩაღი" ხომ გაგიგია? :cry: Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქამდე სად იყო ეგ მამაცხონებული?

აი, უნდა დამეწერა, რომ "აქამდე სად მამიჩემის მამასთან იყავი" მეთქი, მაგრამ დამასწარი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...