planetanews Posted May 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2012 http://rustavi2.com/news_photos/05_12/60890.jpg ლეიბორისტული პარტია `ქართული ოცნების` მხარდამჭერებს მიმართავს. შალვა ნათელაშვილი თავისუფლების მოედანზე ბიძინა ივანიშვილის კოალიციის მიერ გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა. პრესკონფერენციაზე ნათელაშვილმა გააკრიტიკა, როგორც თავად "ქართული ოცნების" ლიდერი და მისი პოლიტიკური გუნდი, ასევე მისი მხადამჭერებიც.`გუშინ დასათვლელად და დასაშლელად ხალხს საქონელივით რუსთაველზე გამოუძახა. საუბედუროდ, კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ მთელ დედამიწას, რომ ფულზე აცუნდრუკებული ერი ვართ. საქმე იქამდე მივიდა, რომ გონაშვილების და სარაჯიშვილის ქვეყანაში ტაშს უკრავენ უნიჭო რეპერ ივანიშვილების სიმღერას. სირცხვილი ჩვენ და ბოდიში ჩვენს დიდ წინაპრებთან. ეს იყო გარიგება ფულის მუთაქასა და ხალხს შორის,`- დამიდექით გვერდით და მე თქვენ საჩუქარს მოგიძღვნით მატერიალური სახით`, - განაცხადა ნათელაშვილმა და დასძინა, რომ ძალიან მცირე ნაწილი აქციის მონაწილეებისა იყო იდეისა და სამშობლოს სიყვარულით მისული აქციაზე. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts