planetanews Posted May 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2012 http://rustavi2.com/news_photos/05_12/60888.jpg 60 ათას ევროზე ძვირად შეფასებული კომპიუტერები, მობილურები, საათები, ძვირფასეულობა აღმოაჩინეს იტალიელმა სამართალდამცველებმა ქალაქ რეჯოს ერთ-ერთ ბინაში, რომელშიც საქართველოს 28 წლის მოქალაქე ალექს კინიუკი აფარებდა თავს. გამოძიების თანახმად, ის კრიმინალური დაჯგუფების იუველირის როლს ასრულებდა. რეჯოში, მოდენასა და ბოლონიაში ქართველების მიერ მოპარული ძვირფასეულობა სწორედ მასთან იყრიდა თავს. ბინაში აღმოაჩინეს სპეციალური ინსტრუმენტები, რომელსაც მძარცველები სამკაულებიდან ძვირფასი თვლების ამოსაღებად და დასამუშავებლად იყენებდნენ, რათა შავ ბაზარზე გატანისას ძვირფასი ქვები მათ მფლობელებს არ ამოეცნოთ. თავად ალექს კინიუკი პოლიციას დაკითხვაზე ჰყავდა, თუმცა ის ციხეში გადაყვანილი არ არის. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts