planetanews Posted May 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/der-standard150-39.jpgპროტესტისკენ მოქალაქეებს მილიარდერმა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მოუწოდასაქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციაში დაახლოებით 80 000 ადამიანი მონაწილეობდა. დედაქალაქში საპროტესტო აქციისკენ მოქალაქეებს მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მოუწოდა. ამ ღონისძიებით სექტემბრის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ კამპანია დაიწყო. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, კვირას, საპროტესტო აქციაში პარლამენტის ყოფილი სპიკერი და მთავრობის ცნობილი ოპონენტი ნინო ბურჯანაძეც მონაწილეობდა.სააკაშვილმა ამას დემონსტრაციულად მშვიდად უპასუხა. ყოველთვის იარსებებს ათობით ათასი ადამიანი, რომელიც რეფორმებით უკმაყოფილოა, განაცხდა მან. ოპოზიცია პრეზიდენტს ავტორიტარულ ტენდენციებში ადანაშაულებს და შიშობს, რომ სააკაშვილს, რომელსაც ორი ვადის გასვლის შემდეგ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის დაყენება აღარ შეუძლია, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება სურს. წელიწადნახევრის წინ, პარლამენტმა სადაო საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო და სახელმწიფოს მეთაურის მნიშვნელოვანი უფლებები პრემიერ-მინისტრს მიანიჭა.APAორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts