planetanews Posted May 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_times2.gifათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა კვირას დედაქალაქში გამართულ აქციაში – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა დაიწყო საარჩევნო კამპანია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტიის წინააღმდეგ. არჩევნების ჩატარება წელს მოგვიანებით იგეგმება.მილიარდერი მაგნატის და დღეს ოპოზიციური ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ალიანსის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისის თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ გულუხვად ორგანიზებული მიტინგისთვის, რომლის მიზანიც ოქტომბრის არჩევნების წინ ძალის დემონსტრირება იყო.„ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“, განაცხადა ივანიშვილმა, მას შემდეგ რაც მას ხალხის უზარმაზარმა მასამ, რომელმაც დედაქალაქის მთავარი გამზირი გაავსო, გმირის დახვედრა მოუწყო და „ბი-ძი-ნა! ბი-ძი-ნა!“-ს სკანდირებდა.„სააკაშვილი მხდალია, მას არ აქვს არგუმენტი გარდა ტყუილისა და ძალადობისა“, – თქვა მან და პირობა დადო, რომ ამ პატარა კავკასიურ სახელმწიფოს ევროკავშირსა და ნატოში გააწევრიანებს და სიღატაკიდან ამოიყვანს.2009 წლის შემდეგ ეს იმ ოპოზიციის მიერ გამართული ყველაზე დიდი დემონსტრაცია იყო, რომელიც გააცოცხლა ბიზნესმენის მიერ სააკაშვილის გამოწვევის გადაწყვეტილებამ, თუმცა სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მისი ალიანსის რეიტინგი მმართველი პარტიის რეიტინგს ჩამორჩება.ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts