Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge მასობრივი დემონსტრაცია თბილისში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/die_welt2.jpg

ყველაზე დიდი აქცია 2009 წლის შემდეგ

ათაობით ათასი ადამიანი გამოვიდა საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. დემონსტრანტებს შორის უმრავლესობა ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი იყო. ივანიშვილი პოლიტიკაში შარშან ჩაება. იგი, თავის ოპოზიციურ ალიანსთან „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, სააკაშვილს უპირისპირდება.

ღონისძიება ივანიშვილის საარჩევნო კამპანიის დაწყებას აღნიშნავდა. ეს იყო 2009 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ოპოზიციური დემონსტრაცია თბილისში.

„ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“, განუცხადა ივანიშვილმა აღფრთოვანებულ ხალხის მასას, იუწყება AFP-ს კორესპონდენტი. მისი ქონება ამერიკული ჟურნალის Forbes-ის თანამხად 4.8 მილიარდი ევროა და როგორც პოლიტიკოსი ქართველებს პირდება სიღატაკის აღმოფხვრას და ევროკავშირსა და ნატოში წევრობას.

თუმცა, კვლევების თანახმად დღეს ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ რეიტინგით სააკაშვილის მმართველი პარტიის რეიტინგს ჩამორჩება. სააკაშვილი ხელისუფლებაში 2004 წელს მოვიდა, ეგრედწოდებული „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. პრო-დასავლელ პრეზიდენტს ოპონენტები ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ.

ორიგინალი

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...