Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ათი ათასობით დემონსტრანტი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/f_allgemeine2.gif

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქ თბილისში ყველაზე დიდ ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე 80 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. სექტემბერში საქართველოში არჩევნები იგეგმება.

საქართველოში, სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკაში, წლების განმავლობაში ყველაზე დიდ დემონსტრაციაზე დაახლოებით 80 000-მა ადამიანმა პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ პროტესტი გამოხატა. აქციაზე ხალხს მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავის ოპოზიციურ პარტია, “ქართულ ოცნებასთან” ერთად მოუწოდა. მიტინგზე ივანიშვილი მხარდამჭერებს სექტემბრის ბოლოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას დაპირდა. მანამდე მან “ძალის დემონსტრირების” შესახებ განაცხადა.

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქში საპროტესტო მარშს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ხელისუფლების ცნობილი მოწინააღმდეგე – ნინო ბურჯანაძეც შეუერთდა. სააკაშვილის რეაქცია დემონსტრაციულად ზერელე იყო. მისი თქმით, ყოველთვის მოიძებნება ათობით ათასი ადამიანი, რომლებიც რეფორმებით უკმაყოფილონი არიან.

ოპოზიცია სახელმწიფოს მეთაურს ავტორიტარულ ტენდენციებში ადანაშაულებს და შიშობს, რომ სააკაშვილი, რომელსაც ორი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ 2013 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ აქვს, პრემიერ-მინისტრობას მოისურვებს. წელიწადნახევრის წინ პარლამენტმა კონსტიტუციის სადავო ცვლილებით სახელმწიფოს მეთაურის უფლება-მოვალეობები პრემიერ-მინისტრს გადასცა. სააკაშვილის კრიტიკა უპირველეს ყოვლისა 2008 წლის რუსეთთან წაგებულ სამხრეთკავკასიურ ომს უკავშირდება. ამ ომის შედეგად საქართველომ საბოლოოდ დაკარგა კონტროლი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე.

ორიგინალი

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...