planetanews Posted May 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/Kaladze-300x199.jpgკახა კალაძეს არანაირი კავშირი არ აქვს იმ ფაქტებთან, რაც ჩაწყობილი თამაშების გამოძიების დროს გაჟღერდა.ამის შესახებ კალაძის ადვოკატებმა მარიო მარიანომ და ედუარდო მარიანიმ განაცხადეს.“კალაძე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება პირობა დადო, რომ ჩამოსვლისთანავე ის საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს და გამოძიებასთან ითანამშორმლებს, რათა მისი სპორტული და მორალური რეპუტაცია არ შეილახოს”, – აღნიშნეს იურისტებმა.აღსანიშნავია, რომ დღეს იტალიურმა პოლიციამ ჩაწყობილი მატჩების ბრალდებით 19 ფეხბურთელი დააკავა, მათ შორის კალაძის ყოფილი თანაგუნდელი და ლაციოს ახლანდელი კაპიტანი სტეფანო მაური.პოლიციის სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო და მასში 280 სამართალდამცავი მონაწილეობდა. ჩხრეკა ერთდროულად ბრეშიაში, ბოლონიასა და კრემონიაში ჩატარდა. დაკავებები ასევე უნგრეთში განხორციელდა.იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ, გამოძიების დაწყებას იტალიური ნაკრებისთვის კატასტროფული უწოდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts