planetanews Posted May 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/370175_100.jpg“გამარჯობა მე ვარ მაია მიმინოშვილის შვილი ლაშა ყანჩაველი და დიახ გუშინ მეუღლესთან ერთად ვიყავი “ქართული ოცნების” აქციაზე.ამის შესახებ, ლაშა ყანჩაველმა სოციალურ ქსელში დაწერა. ამ გზავნილით ის ადასტურებს, რომ მისი დედის მაია მიმინოშვილის გათავისუფლება პილიტიკური ნიშნით მოხდა.თავად გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ მისი შვილი მეუღლესთან ერთად „ქართული ოცნების“ აქციაზე იმყოფებოდა. ის გუშინ საღამოს ესაუბრა შვილს, რომელმაც უთხრა რომ აქციის მსვლელობაშიც მიიღო მონაწილეობა.„ჩემი შვილი არის ზრდასრული ადამიანი, ცხოვრობს ცალკე და თუ მისი გადაწყვეტილებები და შეხედულებები არის ჩემი თანამდებობიდან დათხოვნის მიზეზი, ეს არის სრული კატასტროფა“,– განუცხადა მიმინოშვილმა ჟურნალისტებს.მიმინოშვილი ინტერესდება, თუ საიდან გაიგო შესაბამისმა უწყებებმა მისი შვილის აქციაზე ყოფნის ამბავი. მას ეჭვი აქვს, რომ ლაშა ყანჩაველსა და დედას შორის გამართულ სატელეფონო საუბარს მოუსმინეს.როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, დღევანდელი ბრძანებულებით მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts