planetanews Posted May 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/saakashvili2-300x199.jpg„მომიტევეთ ვერიდებოდი თქვენს კოცნას სამი დღეა ცუდათ ვარ საშინლდ გაციებული, მაგრამ აქ არ მოვსულვარ სამკურნალოდ“,- ასე მიმართა ქუთაისში ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნისას საქართველოს პრეზიდენტმა იქ შეკრებილ ხალხს.მისი თქმით, მთავარი რაც იცვლება, არის ის, რომ ამიერიდან პრეზიდენტიც, მინისტრებიც, მილიონერებიც და თითოეული მოქალასეც, ყველა ერთნაირ პალატებში, ერთნაირ კლინიკებში ვიქნებით.პრეზიდენტმა ქუთაისში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი საინადყაც უნდა დაიწყოს.„მე ძალიან კარგად ვიცი რომ ქუთაისში მართალია წყალი გაუმჯობესდა, თუმცა ისევ გრაფიკითაა და ზოგან შეიძლება ყოველ დღეც არ იყოს. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ მხოლოდ ფასადების მოშენებით ყველა თქვენი საყოფაცხოვრებო პრობლემა არ წყდება, მაგრამ საიდანღაც უნდა დავიწყოთ ყველაფერი“,- განაცხადა სააკაშვილმა.ქვეყნის პირველმა პირმა ანაკლიაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პირველი, რაც ანაკლიაში გაკეთდა ეს იყო უსაფრთხოების გაუმჯობესება, რამაც მოსახლეობას საშუალება მისცა ამოესუნთქა.„ანაკლიას როცა ვაშენებდით ყველა დაგვცინოდა, პირველი რაც გავაკეთეთ იქ, ეს იყო უსაფრთხოება. ამან ამოასუნთქა ხალხს, საქონელს აღარ იპარავდნენ, თხილს აღარ იპარავდნენ, ეს არ იყო საკმარისი, ახლა შენდება სასტუმროები, რესტორნები, იმ ადგილზე წელს უკვე 150-200 ათასი ტურსიტი ჩავა“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.სააკაშვილი ქუთაისის თემას დაუბრუნდა და აღნიშნა, რომ ქუთაისში საერთაშორისო აეროპორტი აშენდება და მისი ვარაუდით მომავალ წელს ნახევარი მილიონი ადამიანი ისარგებლებს ამ აეროპორტით.„ეს ნიშნავს, რომ ეს ნახევარი მილიონი გაივლის ქუთაისს და დახარჯავს ფულს საყოფაცხოვრებო ობიექტებში. რეალურად რომ ვთქვათ საერთოდ სხვა საშუალებები გაჩნდება საქართველოში. მე მინდა, რომ ყველა ქუთაისელი იყოს ამაყი და არსად არ მოუნდეს ქუთაისიდან წასვლა, იმიტომ რომ მათ აქვთ წარმოუდგენელი ღირსება“,- განუცხადა ქვეყნის პირველმა პირმა ქუთაისის ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნისას იქ შეკრებილ ხალხს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts