planetanews Posted May 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/sayvar.jpgპროკურორის პირველმა მოადგილე დავით საყვარელიძემ მომავალ იურისტებს შეხვდა.იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურის HR-პოლიტიკის უპირველესი პრიორიტეტი მაღალფროფესიონალური, ღრმა თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კადრების ჩამოყალიბებაა.„ამიტომ, უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს პროკურატურაში წარმატებით ხორციელდება სტაჟირების სისტემა, რომელიც სტაჟიორების ღია კონკურსის წესით შერჩევას ეფუძნება. ჩვენ ასევე დავნერგეთ სტუდენტების პრაქტიკის მექანიზმი. ვფიქრობ, პროექტი წარმატებული გამოდგა, რადგან ჩვენ უკვე მეორედ განვახორციელდეთ და საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის მსურველ სტუდენტებს ამის შესაძლებლობა მომავალშიც მიეცემათ“,–განაცხადა დავით საყვარელიძემ.სამინისტროს ცნობით, სამთვიანი პრაქტიკა მთავარ პროკურატურაში კონკურსის წესით შერჩეულმა 23-მა სტუდენტმა გაიარა. მათ ასევე, პროფესიული პრაქტიკიიისათვის სტუდენტებს უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამისი კრედიტები მიენიჭათ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts