Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

"განახლებული საქართველოსთვის" ლიდერი მინდია გულუა "ქართული ოცნების" გუშინდელ აქციას ეხმაურება. მისი თქმით, ამ აქციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ივანიშვილი და "ნაცმოძრაობა" ერთი მთელის ორი ნაწილია .

"ამის თქმის საფუძველს გუშინდელი "სახალხო სეირნობაც~ მაძლევს, რომელიც ხელისუფლების "კეთილი ნების" წყალობით ექსცესების გარეშე ჩატარდა. მე ყველას მხარს დავუჭერ, ვინც კონკრეტული პროგრამებით დააპირებს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას, მაგრამ, როცა ვხედავ, ბიძინა ივანიშვილი დღევანდელი ხელისუფლების თამაშს თამაშობს, პროტესტის გრძნობა მიჩნდება", - აცხადებს მინდია გულუა.

მისივე თქმით, 12 მაისს პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" მიერ დაგეგმილ დევნილთა შეკრებას, თბილისში და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში, ხელისუფლებამ არათუ ხელი შეუშალა, ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტები დააპატიმრა კიდეც.

"არადა, ჩვენს მიერ ორგანიზებული შეკრებაც ისეთივე მშვიდობიანი იყო, როგორიც გუშინდელი "სახალხო სეირნობა". კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის, როგორც ქართველი მეცენატის მიმართ არანაირი სასაყვედურო არ მაქვს, მაგრამ, როცა იგი პოლიტიკურ თამაშს იწყებს და ამით ხელს უწყობს დღევანდელი ხელისუფლების სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას, ვერ შევურიგდები. ვერ შევურიგდები იმას, რომ ვითომცდა ე.წ "გამოცდილ პოლიტიკოსებზე~ დაყრდნობით აპირებს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ მოუსავლეთში გამგზავრებას", - აცხადებს მინდია გულუა.

მისივე თქმით, სასწაულიც რომ მოხდეს და კოალიცია "ქართულმა ოცნებამ~ უმრავლესობა მოიპოვოს პარლამენტში, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში არსებითად არაფერი შეიცვლება.

"პირიქით, უფრო უარესი პერსპექტივის მოლოდინში უნდა ვიყოთ. ჩვენ ახალი სისხლის გადასხმა გვჭირდება და არა მრავალგზის გაცვეთილი იდეების ახლებურად შეფუთვა, რეაბილიტაცია, რომელსაც ასე თავგამოდებით ცდილობს ბატონი ბიძინა. მე თვალს ვუსწორებ გუშინდელი აქციის მასშტაბურობას, მაგრამ, დანამდვილებით ვიცი, თუ ქართველი ხალხი კრიტიკული არ იქნება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ, შესაძლოა გამოუსწორებელი შეცდომები დავუშვათ",- აღნიშნავს გულუა.

რაც შეეხება მის პოლიტიკურ გეგმებს, როგორც მინდია გულუა აცხადებს, უახლოეს მომავალში დაამტკიცებს, რომ ქვეყნის აღმშენებლობას კონკრეტული პროგრამებით აპირებს და არა ილუზორული ოცნებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთუმეებსა და მეტრორუსეთუმეებს შორის სერიოზული ბრძოლა დაიწყო, ბევრს უნდა პუწინის კარზე ყველაზე საყვარელი თუ არა სანდო ცოლის სტატუსი დაითრიოს....აქეთ ეჭვიანობისაგან გაცოფებული შალიკო სახეს იხოკავს და ბორია-ბიძინას ანათემას გადაცემს მისი კანონიერი(როგორც პრინციპში სამართლიანად თვლის: "თქვენ სად იყავით პუწინს და რუსეთს მე რომ ვუძვრებოდიო ან...ი") რუსეთის მეგობარის(რომს რომ ყავდა დაპყრობილი ქვეყნები, მეგობრის სტატუსით) ტერიტორიაზე გადმოსვლის გამო, იქით ეს მინდია(რუსეთი რომ უნდია ნამეტანი) გულუა ცდილობსა პუწინს საქართველოს გავლით მოსკოვიდან ხელი დაუქნიოს: "თუ საქართველოს ჭეშმარიტი დეფლორაცია გინდა ნაღდი მამაშა მე ვარ და პირველი ხელიო". ბურჯანაძე იძახის "ქუჩის ბრძოლების გარეშე საქმე არ წავა რუსეთისაკენ, ამ ბრძოლების ოსტატი კი მე და ჩემი თავდადებული კომბლეები ვართ"-ო, წიოწია ნინოს ვაჟმა სასურველი მიზნისათვის მისაღწევი ქართველთა გვამების რიცხვი 3 000-დე გაზარდა(აქაოდა თუ ხარჯია ხარჯი იყოსო, კაცმა რომ თქვას 3 000 ადამიანის მოკვლის გარეშე მართლა ვის შეუცვლია ისტორია? :fear:) აფსუს(უშაკოვია და სტრატეგი ეს ყმაწვილი, მაგრამ ვინ დააფასა?) იქ კუკიშა და კვარაცხელია(გულაშვილის მოჯოსთან ერთად) მედიტაციაში შევიდნენ "ეგება ორჯონიკიძის დიადმა სულმა რაიმე ჭეშმარიტი გზა გვიჩვენოს რომ ყველა რუსეთუმესა თუ მეტრორუსეთუმეს გადავახტეთ და კრემლში პირდაპირ შევიტანოთ საქართველოს თავისუფლების მოჭრილი თავიო" და სხვებიც ასე თუ ისე რაღაცას ფაფხურობენ....ყველას, ძველი ვქსელოგომანებიდან აღეძრათ იმედი და "ოცნება" რუსეთში საქართველოს როგორც უძღები შვილის მირეკვა-შეთრევისა...ნეტარ არიან "მეოცნებენი" ოდეს არ იციან რომ სხვის ოცნებას "ოცნებობენ".... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მისი თქმით, ამ აქციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ივანიშვილი და "ნაცმოძრაობა" ერთი მთელის ორი ნაწილია .

 

ეს ნამდვილად შალვა ნათელაშვილის მოგზავნილია. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ნამდვილად შალვა ნათელაშვილის მოგზავნილია.

:)) არ იქნება შალვას მოგზავნილი, შალიკომ სუ ხისთავა ეძახა ივანიშვილს,,,,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...