Jump to content
Planeta.Ge

მაია მიმინოშვილის საქმე


Recommended Posts

დღეს დილიდან, განათლების სამინისტროში მობილიზებული იყო ძალოვანი სამინისტროების თანამშრომლები. მობილიზაციის მიზეზი იყო განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ დადებული დასკვნა, რომლის თანახმადაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ივლისში, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე აპირებდა მასწავლებლების მასიურად ჩაჭრას, რითაც გამოიწვევდა მათ უკმაყოფილებას სამინისტროში მიმდინარე რეფორმების მიმართ.

 

 

 

თავის მხრივ, განათლების სამინისტრო ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 28 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

 

,,საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარეობს არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, რეფორმების განხორციელების პროცესში შეიქმნა პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის. გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში და უზრუნველყოფს საატესტატო გამოცდების შეუფერხებლად მიმდინარეობასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას.’’ - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე აპირებდა მასწავლებლების მასიურად ჩაჭრას

 

სპეცოპერაცია უნდა მოეწყოთ გონივრული ეჭვის საფუძველზე, უფრო ეფექტური გამოუვიდოდათ. ვაზაგაშვილიც აპირებდა ვიღაცის დაყაჩაღებას და მიმინოშვილიც ვიღაცის ჩაჭრას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებით დაინტერესდა. ამის შესახებ "ინატერპრესნიუსს" გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შედგა, რომლის დროსაც გააცნო ის მდგომარეობა, რომელიც გუშინ შეიქმნა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებაზე, მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ არაფერზე ფიქრობს, გარდა გამოცდების კარგად დასრულებისა. ამისთვის იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ცენტრის თანამშრომლები გამოცდების დასრულებამდე სამსახურში დარჩნენ.

"მთავარი საზრუნავი ახლა მართალი გითხრათ, ახლა გამოცდების გადარჩენაა. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ამ სისტემას ზიანი არ მიადგეს", - აღნიშნა მიმინოშვილმა.

განათლების სამინისტრომ მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა. ოფიციალურ მიზეზად განცხადებაში "პრინციპული პოზიციების შეუთავსებლობა" სახელდება.

გარდა ამისა, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება მაია მიმინოშვილის ვაჟის, ლაშა ყანჩაველის მონაწილეობა "ქართული ოცნების" 27 მაისის აქციაში.

ამასთან, განცხადება გააკეთა მაია მიმინოშვილის ძმამ, ჯგუფ "შინის" სოლისტმა ზაზა მიმინოშვილმაც. მუსიკოსმა მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მთავარ მიზეზად საკუთარი პოლიტიკური პოზიცია დაასახელა.

მისი განმარტებით, 26 მაისს თავის ბავშვობის მეგობარს, ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძეს დაუკავშირდა, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, 27 მაისს დაგეგმილ გამოსვლებში თანადგომა გამოუცხადა და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ თავად ამ შეკრებაში მონაწილეობას და ბიძინა ივანიშვილის გუნდის ფიზიკურ თანადგომას ვერ ახერხებდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უნდა დაიჭირონ მიმინოშვილი.

და საერთოდ, ყოფილ ნაციონალს უნდა აეკრძალოს ნაციონალური მოძრაობის დატოვება. თუ დატოვებს, წავა ციხეში.

ეხლა გახდებიან ხოლმე პატიოსნები. ამდენი ხანი სად იყო? არცერთხელ არ ამოუღია ხმა.

ვინც დაცვას დაიწყებთ, ჯერ გაიკითხეთ, რომელ სკოლებში სწავლობდა, როგორ სწავლობდა, როგორ დაამთავრებინეს სკოლა, მშობლები ვინ იყვნენ და რატომ ქონდა ასეთი პობლაშკები სკოლაში, რა ბაგაჟის პატრონი იყო და ა.შ., და მერე დაიწყეთ მისი დაცვა.

პ.ს. ანალოგიურად მოხდა მოქკავშირის გარდასახვა ნაციონალურ მოძრაობად. იგივე პროცესები მიდის. ისევ აბოლებენ ხალხს. გჯერათ ხო? კაი, გჯეროდეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საერთოდ, ყოფილ ნაციონალს უნდა აეკრძალოს ნაციონალური მოძრაობის დატოვება. თუ დატოვებს, წავა ციხეში.

 

დასტური.....++++++

არ ვიცი ეგ ქალი ვინ იყო საერთოდ , ვეთანმები დონის დასკვნას!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://geo.interpressnews.ge/ge/politika/202858-bela-aruthinova-gamocdebis-erovnuli-centridan-tsasul-thanamshromlebs-policiis-akademiis-thanamshromlebith-chaanacvleben.html

გამოცდების ეროვნული ცენტრიდან წასულ თანამშრომლებს პოლიციის აკადემიის თანამშრომლებით ჩაანაცვლებენ

 

:facepalm: :facepalm: :facepalm:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

".....ლიმონ ციხე ხომ ქურდებისაა? ქურდებისსა ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ...მაგრამ შენ ეგ მეორედ აღარ მკითხო თორემ პარაშაში თავით ჩაგაყუდებ "იღბლიანო" შოშიავ!" :grr:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი ადამიანია, ეტყობა რომ ადამიანია, ადამიანი არ შეიძლება იყოს ნაცმოძრაობის მომხრე, ეს გამორიცხულია,

სასიხარულოა რომ მას სოლიდარობა გამოუცხადეს თავისმა თანამშრომლებმა და სამსახური დატოვეს, ჩვენს დროში ეს ძალიან ძნელია,

სოლიდარობის გამო ლუკმა პურზე უარი თქვა,

ასე რომ არ მომკვდარა ქართველი ერი ჯერჯერობით კიდევ ტოკმს :fear:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი ადამიანია, ეტყობა რომ ადამიანია, ადამიანი არ შეიძლება იყოს ნაცმოძრაობის მომხრე, ეს გამორიცხულია,

რაში შეატყვე? :) ლომაია მაგარი კაცი იყოო, გვარამია საერთოდ გენიალურიო :) პროსტო აი შაშკინთან ვერ შეეწყო ხო? :) ივანიშვილის გამოჩენის მერე გახდა უცბათ კარგი ადამიანი ხო? კლასელებთან და კურსელებთან აღარ მიდიოდა, თუ იცოდა, რომ არ მოწონდათ ნაციონალები. ეგ ზუსტად იმ კატეგორიიდანაა, რაც ნაციონალებიდან გაგდებული სხვა განდილები, უცებ რომ "წესიერები" ხდებიან. სააკაშვილს უთქვამს რომ აი, მიმინოშვილის ქალიშვილმაც კი ვერ გადალახა ზღვარიო, ეს გვერდით ედგა. და ისიც ვერ შეჰკადრა, რომ ეთქვა, ქალიშვილი კი არა, ბიჭი მყავსო :) ეხლა წარმოიდგინე იმ ბიჭის მდგომარეობა :) ნაციონალი დედა ვერ ბედავს მისი სქესის დადასტურებას და ეთანხმება პრეზიდენტს, რომ მისი ბიჭი ქალიშვილია :) დედაჩემს რომ ეგეთი რამე გაეკეთებინა სადმე, მამაჩემი მოუდღნამდა კარგის თრაქს (და მეც მაგრა გამიტყდებოდა) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაში შეატყვე? :) ლომაია მაგარი კაცი იყოო, გვარამია საერთოდ გენიალურიო :) პროსტო აი შაშკინთან ვერ შეეწყო ხო? :) ივანიშვილის გამოჩენის მერე გახდა უცბათ კარგი ადამიანი ხო? კლასელებთან და კურსელებთან აღარ მიდიოდა, თუ იცოდა, რომ არ მოწონდათ ნაციონალები. ეგ ზუსტად იმ კატეგორიიდანაა, რაც ნაციონალებიდან გაგდებული სხვა განდილები, უცებ რომ "წესიერები" ხდებიან. სააკაშვილს უთქვამს რომ აი, მიმინოშვილის ქალიშვილმაც კი ვერ გადალახა ზღვარიო, ეს გვერდით ედგა. და ისიც ვერ შეჰკადრა, რომ ეთქვა, ქალიშვილი კი არა, ბიჭი მყავსო :) ეხლა წარმოიდგინე იმ ბიჭის მდგომარეობა :) ნაციონალი დედა ვერ ბედავს მისი სქესის დადასტურებას და ეთანხმება პრეზიდენტს, რომ მისი ბიჭი ქალიშვილია :) დედაჩემს რომ ეგეთი რამე გაეკეთებინა სადმე, მამაჩემი მოუდღნამდა კარგის თრაქს (და მეც მაგრა გამიტყდებოდა) :)

მე ეგ ქალი სამინისტროში მუშაობის დროსაც მევასებოდა, ჰაბიტუსი, ლაპარაკის მანერა, არ გავდა ნაცკამსამოლებს თუნდაც იერით,და

ნარჩენს რაც შეეხება რაღაც რაღაცეებზე თვალს დახუჭავ რომ მთავარი საქმე არ გააფუჭო, რა, გაპირდარსტდა მაგისი ბიჭი თუ რა, ჯერ მარტო ის რად ღირს რომ მიტინგზე დადიოდა, ეგ კი ასეთი კატეგორიის ხალხისთვის რისკია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ მარტო ის რად ღირს რომ მიტინგზე დადიოდა, ეგ კი ასეთი კატეგორიის ხალხისთვის რისკია

მართლა ვერ ხვდები, რატომ წავიდა მიტინგზე? თავად გააგზავნა. იცოდა, რომ უკვე ცუდად ქონდა საქმე. რატომ სხვა დროს არ "ოპოზიციონერობდა" მისი შვილი? დედიკოს თვეში 10000 ლარი რომ ჰქონდა (პრემიების გარდა), მოსწონდა ხომ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...