Samael Posted May 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2012 თავი 1 მე ვიყავი იქ, მე ვიდექი ქვეყნის კიდეზე და ვხედავდი ნათელს, დანთებულს და მწველს მყოფადისას სარკმლიდან.მე ვხედავდი კარიბჭეს წყვდიადისას კარიბჭეს დასავლეთისას.მე ვიყავი იქ. მე ვნახე ნათელიც და წყვდიადიც, მე ვნახე ნათლის სიბნელეც და წყვდიადის შუქიც.მე დავდექი მარადიულობის საზღვარზე, ვნახე ხალხი ზურგით მდგარი ჩემს მიმართ და ხალხი რომელთაც სახე არ აურიდებიათ. ბევრმა მისურვა მე.მე ვნახე წყალთაცემა მიწაზე და წყალთაცემა ვარსკვლავებისა, მე ვნახე გამოფიტული მზე და დაუძლურებული ვარსკვლავები.მე ვნახე იმპერიების აღზევება და ქვეყნის დამხობა. მე ვნახე უსუსურობა და ძალაუფლება.მე ვიყავი იქ, მე ვნახე წყვდიადში მდგარნი და დროის დაუმორჩილებელნი აღმატებულნი დროზე.ვნახე ქვეყნის უფლებანი და ძლევამოსილმა განვჭვრიტე სამყარო. მე ვნახე უსუსური ცრუ ნათელი ცრუ იმედები, ამაო თვითიმედოვნება და უმოქმედობის ჭაობი.მე ვნახე გამდიდრებული ღატაკი და გაღატაკებული მდიდარი. მე ვნახე მძლეველნი და დაძლეულნი.მე ვნახე ბედის გადამწყვეტელნი და დამორჩილებულნი ამ გადაწყვეტილებისა.მე ვიყავი იქ, მე ვნახე ყველა ბრძოლა სისხლიანი და ცეცხლთამკვესელი.მე ვნახე უზენაესნი და უუფლებონი, ყოვლისშემძლენი და უღონონი, მე ვნახე სიბრძნე და უგუნურება წუთისოფლისა.მე გავიარე ცეცხლის გზა დავიარებოდი სულთა ბილიკით, დავდიოდი ეკლიან შარაზე და ბნელ კუთხეებში.და მე ვნახე კმაყოფილები და უკმაყოფილეები ჩემს გზაზე, მე კი მივაღწიე მიზანს. თავი 2 მე ვნახე ომები, მე ვნახე ომები დამბყრობელი ხმელეთისა და მოსახლეობისა, მე ვნახე გოლიათთა ბრძოლები და უღონოთა შებმანი.მე ვნახე თავისუფლად მოთარეშე ბარბაროსთა ურდოები, მოჯირითე ქვეყნიერებაზე, ვხედავდი როგორ მოჰქონდათ ცეცხლი და სიკვდილი. ვნახე როგორ ირწყვებოდა სისხლით ბრძოლის ველი.თავის ნებაზე დაჰქროდნენ ისინი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ვითარც გრიგალი ჯოგი ტყის მხეცებისა.შავი სახეები ჰქონდათ მათ და სისხლიანი თვალები, ეშვები და ბრჭყალები იყო მათი იარაღი. დაათრევდნენ მათ ურდოს ცხენები ცხენებზე გაზრდილ ურდოს.მათ გზას ანათებდა დაფერფლილი ძვლის ჩირაღდნები. ნგრევასა და სიკვდილს თესავდნენ განვლილ გზაზე, ეცემოდნენ ქალაქები და სოფლები მათ ფეხებთან. შეწყალების გარეშე ტყვეთა ხოცვით გადაირბენდნენ მანძილს ზღვიდან ზღვამდე, მთიდან მთებამდე და ცას სწვდებოდა უბადრუკთა კვნესის ხმა.და მიეცათ მათ ძალა და ძალაუფლება. ბევრმა ძლიერმა ამა ქვეყნისამ დახარა ქედი და დაუშვა თვალები მათ წინაშე. როგორც ზღვის ქარმა ისე გაკვეთეს მათ უკიდეგანო სივრცეები და არ მოიპოვებოდა ქვეყანაზე ძალა მათი შემჩერებელი და ჩათესეს მათ შიში გულებში, ცრემლი თვალებში, მახვილი მკერდში.ჰო და ავიმაღლებ ხმას ადამიანო და გკითხავ, სად იყო მაშინ ღმერთი? სად იყო მისი ძალა და ხსნა თვის მოყვარულთა მიმართ? არ შეხედა მან მათ.მათ ძალასაც მოეძებნებოდათ ძალა და დიდებულ ომს ჩაახშობდა დიდებული ომი, მაგრამ სად იყო უფალი? მას არ ესმოდა მათი.ან და სად არიან ის ურდოები? სად არის მათი ძალა და ზენიტით ტკბობის ღიმილი? სად არის მათი ღირსება? აღარც ისინი აღარ არიან. მათი სახსენებელი ამოწყდა და მოგონებაც კი დაიფერფლა.მოვიდნენ ქარივით ტანჯეს სამყარო და განქარდნენ, სად იყო მაშინ ღმერთი? თავი 3 და ვნახე მე ომები მებრძოლები ჯვრის გამოსახულებით აბჯარზე, ვნახე როგორ მოჰქონდათ მათ საკუთარი რწმენა ხმლის პირზე დადებული და შუბის წვერზე აგებული.ღვთის სახელითა და მახვილით დაიარებოდნენ მიწაზე და თესდნენ რწმენას ძალმომრეობით.ჯვრით ნათლავდნენ მოქცეულთ წყალში განბანვით, მოუქცეველთ კი მახვილით და სისხლში განბანვით.და ღვთის სახელით დაიბყრეს ქალაქები ხელთ იგდეს დოვლათი და სანოვაგე, ღვთის სახელით აარსებდნენ თვის რწმენას ღვთის სახელითა და ხმლით.მაგრამ არ იყვნენ წმინდანი ისინი, მათი რწმენა იყო ამაო და ლოცვები კი ცრუ, რამეთუ ღვთის სიტყვის გავრცელებას კი არ ეძებდნენ ისინი არამედ მიწიერ ძალაუფლებასა და ხელმწიფებას.თავაწეულები გოგმანით შედიოდნენ თაღებში ამხედრებულნი ულაყებზე და ძალაუფლების წყურვილი ახრჩობდა ყველას.და მოსრეს ყველაფერი რაც წინ აღუდგათ. სად იყო მაშინ ღმერთი იმ დღეებში? ან იქნებ სიამოვნებდა წარმართთა ძვლების მტვრევის ხმა?ან იქნებ ხანძრების კვამლი მიიღო კეთილსურნელებად? ან და იქნებ ტყის მხეცივით ხვრეპდა წარმართთა დაღვრილ სისხლს? და აბაზანას იწყობდა ცრემლის მორევში?არასოდეს არ გამოცხადებულა ის, არასოდეს როდესაც სწორედ მას იწინამძღვრებდნენ სისხლის დასაღვრელად. არასოდეს დაუცავს უდანაშაულონი.რამეთუ არ არსებობს უდანაშაულო ღვთისთვის, არსებობენ ხლოლოდ ერთგული ძაღლები და მსხვერპლი.მაგრამ, ამ ძალასაც გამოუჩნდა ძალა და ვერ უშველა მათ ვერც ჯვრებმა და ვერც რწმენამ.ვხედავდი ქვიშას და მასზედ მათი გაქცეული ფეხის კვალს, ვხედავდი როგორ დაადო ხელი მათ სიმდიდრეს უცხომ.და სად არიან ეხლა დამბყრობლები ან დაბყრობილები? სად არის მათი სიმდიდრე? მათი სახსენებელი აღიგავა პირისაგან მიწისა და მოგონებაც კი განქარდა მათი. თავი 4 ბევრო ომის მომსწრე ვარ და ბევრი ბრძოლა მინახავს, ბევრი იყო კბილთა ღრჭენა და მწუხარებისაგან შეშლილი სახე.და იხდიდნენ ისინი ხარკს საკუთარი სხეულით, რამე თუ ვისაც ომი სწადია ამას სხვისი ხელებით იქმს.მხოლოდ საკუთარი სიმაგრის კედლების დამცველი იბრძვის საკუტარი ნებით, ხოლო სხვანი სხვის ნებას ასრულებენ და მათ მიერ ნათესს მარცვალს სხვა იმკის.და სად იყო მაშინ ღმერთი გეკითხებით? რად არ აჩვენა მძლეველი მკლავი ურჩს, რად არ მოწმინდა თვალთაგან ცრემლი ჩაგრულს? თუ კვლავ ტკბება მწუხარებითა და ტანჯვით? ან და იქნებ ასეთ წვრილმანებზე არ სცდება მისი უდიდებულესობა?ვერავინ გამცა პასუხი ამ კითხვაზე სულიერთაგან ვერავინ, მე კი კვლავ ვხედავდი.ვხედავდი როგორ გახდა ტანმოკლე კაპრალი იმპერატორი, ვხედავდი როგორ განერთხა მის ფერხთთ ნახევარი წუთისოფელი. თოვლსა და ქვიშაში დათარეშობდა მისი არმია. ჩრდილოეთითა და სამხრეთით დაიარებოდნენ ისინი, აღმოსავლეთითა და დასავლეთით და არ ჰყავდათ მათ ცისქვეშეთში ტოლი და სწორი.ქალაქებსა და სოფლებს წვავდნენ ისინი, იხვეჭდნენ სიმდიდრესა და სახელს, მაგრამ ამ ძალასაც გამოუჩნდა ძალა და აღიგავნენ პირისა მიწისაგან.მაგრამ ერთგული ძაღლები ყავდა მასაც და იგი დაბრუნდა დაბრუნდა ისე რომ მისი სიტყვის ძალა განკარგავდა ქვეყანას მის დღეებში.მაგლამ კვლავ განიდევნა ის მიწის საზღვრებიდან და ჩაძაღლდა მიტოვებული მცირე კუნძულზე.ახსოვთ კი ის? აღარ ახსოვთ. თავი 5 ვხედავდი როგორ იყოფდნენ დიდებულნი ამა ქვეყნისანი შუაზე ქვეყანას სისხლისგან დაცლილს, ვხედავდი როგორ დუღდა მიწა სისხლით გაპოხილი, ვხედავდი როგორ იხრშვებოდა სისხლში დედამიწის ერთი მეექვსედი და ამ სისხლის აკვანში როგორ იზრდებოდა ახალი ტირანი, ეშინოდა იმ დროს მეზობელს მეზობლისა და ძმა ძმას ვეღარ ენდობოდა, ირგვლივ მონობა, სიკვდილი და ქაოსი მეფობდა.აღზევდნენ მაშინ უღირსნი და ძალაუფლება ხელთ იგდეს უმეცართ სიტყვა ღირსება ლიტონი სიტყვა გახდა.და გაიხლიჩა მიწა ორ ბანაკად ყველას სძულდა ერთმანეთი და ნატრობდენ ერთურთის შთანთქმას.მაშინ აღზევდა ტახტზე უგუნური, სიცრუე აიფარა და გახდა წინამძღოლი.ფეხით დაწნიხა ნება ხალხების, გადაჭიმა ტრამალებზე რისხვის წყევლა, ცრემლის წვიმა აწვიმა მიწის ერთ მეოთხედს.შიში ეწვია მაშინ მიწას, ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობდა შიში, მისი სახელის შიში, აუგის მთქმელს სიკვდილს ჩუქნიდნენ და სამართლის გამგებელიც არავინ იყო.დაიმონა სხვა ხალხები როგორც მშიერი და უძლური კნუტები კატისა ისე კნაოდნენ მის ფეხთ ქვეშ. ცეცხლში ცხოვრობდნენ და თოვლში იყინებოდნენ ისინი ვინც არ მიიღო მისი სახელი.და ბევრ მიწაზე ზეიმობდა ჭირი და შიმშილი, ვინც არ დაეცა ბრძოლაში ძმის ხელით იქნა მოკლული.და ლოცულობდა ბევრი ღვთის მიმართ, შველასა და თავისუფლებას ითხოვდნენ, და სად იყო ის მაშინ? ერთხელ მაინც გადმოხედა მლოცველთ? ერთხელ მაინც შეეწია მათ?ღმერთმა კი არა ხალხმა დაახრჩო ტირანი საკუთარი სიცოცხლითა და სისხლით ზღეს ტირანის მოკვდინება.რას აკეთებდა მაშინ ღმერთი? ან და იქნებ ხელებს ითბობდა დახოცილთა გვამებით ანთებულ კოცონზე?თუ მისი მსხვერპლი იყო ყოველივე და სიამოვნებით მიიღო? ვინ გაბედავს და აიმაღლებს ხმას და იტყვის მის მოწყალებაზე და კაცთმოყვარეობაზე?არსად ჩანდა ის. თავი 6 ბევრჯერ ვნახე მე ბრძოლები, ბრძოლები სახელისა და სიმდიდრის მოსახვეჭად, ტიტულებისა და წოდებების დასასაკუთრებლად, ომები რწმენის გამო, ომები სიმართლის გამო და სიმართლის დაფარვის გამოც.რამეთუ ვისაც ხის დამალვა სურს ტყეს რგავს, ხოლო ვისაც მკვდარი ხის დამალვა სურს მკვდარ ტყეს რგავს, ვისაც კი სიცრუის დამალვა სურს უცხოს სისხლით ფარავს.ვნახე მე როგორ აშენებდნენ ხელისუფლებას სისხლსა და ძვლებზე.და ვნახე როგორ აღსდგნენ ერთი ღვთის შვილნი, მეორე ღვთის შვილების დასახოცად. ხმლით ამტკიცებდნენ იმას, რომ საკუთარი რწმენა ჭეშმარიტი იყო. ცეცხლით ამოწმებდნენ ამას.და ყოველთვის მართალი იყო ის ვისაც ძალა გააჩნდა, და მიდიოდა ის საბრძოლველად სუსტების წინააღმდეგ ვინაიდან ძლიერის წინააღმდეგ საბრძოლველად წასული დაეცემა.მაგრამ სუსტებიც ხდებოდნენ ძლიერები და სჯიდნენ თავის მჩაგვრელთ. და უბრუნდებოდა ყველა მჩაგვრელს საკუთარი რწმენის ნაყოფი.სად იყო მაშინ უფალი როდესაც ერთი მისი ძე მეორეს ახრჩობდა? სად იყო მაშინ როდესაც ჩაგრულთა კვნესა ზეცას კვეთდა?სისხლითა და მწუხარებით ივსებოდა აი მისი სიკეთე, აი მისი მოწყალება!აი ასე გაირბინეს საუკუნეებმა ჩემს თვალწინ და ვნახე მხოლოდ სიკვდილი და მწუხარება.და კვლავ ვნახე, როგორ ხოცავდნენ მორწმუნენი ურწმუნოთ, რამეთუ მორწმუნისათვის ურწმუნო საშიშია. იციან მათ რომ ურწმუნო არ ემორჩილება უფალს. კლავენ მას, სპობენ და არ აძლევენ უფლებას შეიცნოს საკუთარი თავი ღმერთზე მაღლა.ვხედავდი როგორ ხოცავდნენ ერთი ღვთის მორწმუნენი მეორე ღვთის მორწმუნეებს და ყველას საკუთარი ღმერთი ეგონა ჭეშმარიტი.ვხედავდი როგორ ახშობდნენ სისხლში ჭეშმარიტების მთქმელს, რამეთუ ყოველთვის მოიძებნება ის ვინც საკუთარ სიმართლეს სისხლით ამტკიცებს.და იმასაც ვხედავდი უბრალოდ რომ კლავდნენ, რადგან თუ არსებობს ადამიანი ისიც მოიძებნება ვინც მის სიკვლილს ისურვებს. თავი 7 და დავინახე მე როგორ აღდგნენ ერთხელ ისლამის ძენი და მწვანე ბალღამის ნთხევით წავიდნენ დასავლეთისკენ.ასევე აღსდგებიან ისინი დიდიან პატარიანად და მათი ბრბოები შეესევიან დასავლეთის მიწებს სათარეშოდ.და იქნებიან ისინი ძლიერები და სასტიკები, რამეთუ სწამთ რომ თავიანთ ღმერთს უყვარს ისინი, რამეთუ სწამთ რომ ღმერთი მიუძღვით მათ ბრძოლაში.მახვილი და წიგნი ექნებათ ხელში ბყრობილი და მახვილით გაჰკვეთენ ყველას ვინც არ მიიღებს მათ წიგნს.და არ ექნებათ შველა იმათ ვინც არ მიიღებს მათ რწმენას და ერთი მესამედი სისხლში დაიფლობა მიწისა ნახევარი კი ცეცხლში დაინთქმება.და ჩავარდება მთელი სამყარო საუკუნო წყვდიადში.მაშინ თავად დრო დაიწყებს ზლაზვნით სიარულს მზის ნათელი დღისითაც კი წყვდიადად მოგეჩვენებათ და ჰაერიც კი გაცხელდება, როგორც ჯოჯოხეთის კვამლი.აღსდგებიან შვილები ნათლისა და შვილები წყვდიადისა და წავლენ ხელცართულ ბრძოლაში, რამე თუ რომელ აყვავებაზეა საუბარი როდესაც დედამიწის საფუძვლები უნდა დაირღვეს?და იქნებიან ძლიერი მკლავით იუდეის შვილები რადგან დიდია ზიზღი მათი ისლამის ძეთა მიმართ. და ჩაუდგებიან სათავეში სამყაროს რამეთუ მათი სიბრძნე საუკუნეთა სიბრძნეა.სად იქნება მაშინ ღმერთი? დაიცავს თავის რჩეულ ერს თუ სარკინოზებს მისცემს საჯიჯგნად?ვის მხარეზე იბრძოლებს მაშინ? თუ როგორც ყოველთვის ორივეს მხარეზე რათა გაძღეს დაღვრილი სისხლით?დაიმალება ის მაშინ, მაგრამ გამარჯვებული იტყვის, შენით მივაღწიე გამარჯვებას, ესე იგი რწმენა რომელიც გამაჩნია ჭეშმარიტია. დამარცხებული იტყვის ჩვენი ბრალია რადგან ცოდვებით განვარისხეთ უფალი და პირი იბრუნა ჩვენგან.დიდი ზავი დაიდება წყვდიადისა და ნათლის ძეთა შორის მაგრამ აღარ იქნება მათ შორის თანხმობა უკუნისამდე. რამეთუ ნათლის მიმღები ყრუ და ბრმაა, წყვდიადში მავალი კი პირდაპირი და მრისხანე.და რადგან თვისობრივად განსხვავდებიან ერთმანეთისგან აღარ იქნება მათ შორის თანხმობა, შემკავებელ ზავს კი წყვდიადის დიდი მხედრობა დაარღვევს რადგან წყვდიადის დიად მხედრობას ვერ აკავებს მიწაზე მღოღავი ჭიანჭველების ზავი. თავი 8 და იქნებიან იმ დღეებში ვარსკვლავები როგორც ჯვარი თავ ქვე და მოვლენ ქვეყნად შვილები ნათლისა და წყვდიადისა.ერთ დღესა და ერთ საათს მოვლენ ისინი და მოიტანენ თან ცეცხლსა და მახვილს, და ბევრი მიიღებს ამ ბრძოლას როგორც უკანასკნელს.ბევრი იქნება წინასწარმეტყველება ამის შესახებ და ბევრი მოაღებს პირს საყვირლად ამ ბრძოლის შესახებ.მათ წინასწარმეტყველებს დავხოცავ მე და იერუსალიმის ქუჩებში დავყრი, ხალხის ფეხთაგან გასათელად რადგან შეაგულიანებენ ბრბოს და უმეცრებს სისულელეებით გამოუჭედავენ თავს, არ იციან ამ საათის შესახებ და ვარაუდებზე დაყრდნობით აქეზებენ და აშინებენ სულელთ. მე დავხოცავ მათ რამეთუ ყოველი თავად გაიგებს როდის დადგება ეს საათი.და კვლავ ორად გაიხლიჩება სამყარო, ერთნი დადგებიან ნათლის ძეებთან და დაიწყებენ ძახილს აჰა ჩამოჰკრა უკანასკნელმა ზარმა, აჰა დააყვირეს უკანასკნელი საყვირი, აგერ დადგა დიდი სამსჯავროს დღე.მაგრამ სულელნი იმას ვერ ხვდებიან რომ დიდი სამსჯავრო უკვე შედგა და უკვე გამოუტანეს საკუთარ თავს განაჩენი თავად მაშინ როდესაც დადგნენ ნათლის ძეების მხარდამხარ.სხვანი მიიღებენ წყვდიადის მხედრებს უმასპინძლებენ და შეავსებენ ლაშქარს, არ დაიწყებენ ისინი ქუჩის კუთხეებში ღაღადს დიდი სამსჯავროს შესახებ არამედ ეტყვიან ხალხს რომ მისაღებია გადაწყვეტილება, რამეთუ ისინი ვინც წყვდიადის დიად არმიას ხედავენ მიჰყვებიან საკუთარ გონებასა და ჭეშმარიტ გზას.დიდხანს იდგებიან ისინი ორ ბანაკად გაყოფილნი და ყოველი მზარე სიძულვილით აივსება ერთურთის მიმართ, რამეთუ ყოველი მხარე თვლის რომ ჭეშმარიტების მსახურის.მაგრამ არც რწმენა და არც გონება არ უშველით მათ მხოლოდ ძლიერი მკლავი.და ნათლის ძეები პირველნი აღმართავენ ხელს წყვდიადის ძეებზე რამეთუ სწამთ მათ რომ ღმერთი მათთანაა, და არ დაერიდებიან არც უდანაშაულო სისხლს.სიცრუე და სიყალბე იქნება მათი ხმალი, ვინაიდან სწამთ რომ ნათლის მსახურნი ჭეშმარიტ გზას ადგანან.და არ იციან რომ არ არსებობს ნათელი წყვდიადის გარეშე და არ იციან რომ დათვლილია მათი ღმერთის მბრძანებლობის წუთები.და როგორც კელტების, ვიკინგებისა და ინდუისტების ღმერთები ვათრიე მიწაზე და დავიმორჩილე თავგასული ურჩი სამწყსო, როგორც დავაჩოქე ჩემს წინაშე ეგვიპტელებისა და ქალდეველების ღმერთები რომლებმაც გაბედეს და პირველობაში შემეცილნენ, ისევე დავცემ მათ ღმერთსაც და დავანახებ რომ ვარ გმირი ლომი მბრდღვინავი, მოვლენ იმ დღეს ჩემთან და აქვითინდებიან პატიებას მთხოვენ მუხლს მოიყრიან და მეტყვიან, მაპატიე რადგან ლაქარდიანი ენით შეგვაცდინეს ნათლის ძეებმა და მათმა წინასწარმეტყველებმა, მე შევიწყალებ მათ და მივცემ არჩევანის უფლებას რადგან ათასი წელი უნდა დავტოვო ეს წუთისოფელი და დავბრუნდე ათასი წლის შემდეგ. მაგრამ არა ისე როგორ ჭორებსაც მივრცელებენ ტითქოს ტყვეობაში დავანახვებ თითოეულს რომ ბრძოლის ველს გამარჯვებული დავტოვებ და ვძლევ ლომს იუდას ტომიდან. დავლეწავ მათ შუბებს, ალესილ ხმლებს და ტყვედ წავასხავ მათ მხედართმთავრებს, რომლებთაც სიხარული აქვთ მცირედი წარმატების გამო, რომლებიც ქედმაღლურად იხსენებენ სიმამაცეს ჩემი განდევნისას, მცირედნი ვიყავით მაშინ და რიცხვობრივად გვძლიეს, მაგრამ ომი კი არა ერთი უმნიშვნელო ბრძოლა მოიგეს მაშინაც და ისიც იმიტომ რომ ლაჩრულად ჩაგვისაფრდნენ და რიცხვობრივი უპირატესობა გამოიყენეს, ეხლა ხედავენ რა ჩემს მხედრობას შიში უბრმავებთ თვალებს, ვინაიდან ჩემი მხედრობის დიდ ნაწილს წარმოადგენს ის ვინც არის ვითარცა ღმერთი, ანუ შენ ადამიანო, შიშით უკანკალებთ მუხლები როდესაც ჩემს ლაშქარში შენ გხედავენ. თავი 9 შიშში ცხოვრობენ ღვთის ერთგულები, შიშშივე მოკვდებიან. არმაგედონის ველზე საბოლოვო ბრძოლას ელოდებიან და წუთისოფლის აღსასრულს.და ვერ ხვდებიან რომ თავად სიცოცხლეა ნათლის დასასრული, თითოეული მათგანი შედის ამ ბრძოლაში.და როგორც დიდი სამსჯავრო უკვე შედგა მათ თავებზე, ასევე ბრძოლა გაგრძელდება მანამდე სანამ ცოცხლები არიან. და ვერ გაუგიათ ის რომ მხოლოდ პაიკები არიან დიდ თამაშში.ის ვინც შეიცნო სიბრძნე, ის ვინც გონებით ცხოვრობს და არა რწმენით, ვინც საკუთარი დანიშნულება იპოვა, ის წერს თამაშის წესებს.და არ დაიწყებს ის ჭეშმარიტების ძებნას მის წიგნში და არ აჰყვება ბრმა რწმენის უსარგებლო ჩვევას.და ეს ასე იქნება, მე ვნახე ეს.და ვნახე მე როგორ მოკვდება რწმენა, და ვნახე როგორ გაიფანტებიან უგზოუკვლოდ რწმენის მსახურნი. თუ ადამიანები ცხოვრობენ გონებით რწმენა მათ არ სჭირდებათ. რამეთუ რწმენით ის ცხოვრობს ვისაც გონება არ ჰყოფნის.და ვნახე მე როგორ დაინგრევა არაფერში საჭირო ყველა ტაძარი ყველა ღმერთების და როგორ იქცევა მტვრად. ადამიანები დაიწყებენ ფიქრს გონებით და იცხოვრებენ როგორც ადამიანები და არა როგორც მონები.და არ იქნებიან მაშინ წყვდიადის ან ნათლის ერთგულები არამედ იქნებიან მხოლოდ ხალხნი თავისუფალნი თავისთვის.მაშინ ამოიწურება ჩემი საქმეც როდესაც მიგიყვან შენ ადამიანო თავისუფლებამდე და არ მოგთხოვ ტირანი ღმერთივით მონობას, არ შეგაბავ ხარივით ეჟვანს და მონობის უღელს არ გათრევინებ, მე არ დაგპირდები ზეციურ სამოთხეს მაგრამ მე გპირდები მიწიურ სამოთხეს და დამოუკიდებლობას, მიწაზე კი თავად მოაწყობ საკუთარ სამოთხეს, რად არ გეშვება ღმერთი? რა უნდა შენგან? მოვიდა, აფურთხეს, გარკვევით უთხრეს რომ მიუღებელი იყო მისი მონობის უღელი, მაგრამ მაინც არ გეშვება, გეუბნება ჩემი უღელი მსუბუქია. სახედარი ხარ ადამიანო უღელი რომ ათრიო? მსუბუქი უღელი უნახავს ვინმეს როდესმე? მსუბუქი თუა მაშ საიდან ამდენი მცნება და აკრძალვა? მე არ მაქვს უღელი საერთოდ მე თავისუფლებას გაჩუქებ შენ და დამოუკიდებლობას, მხოლოდ ერთს გთხოვ ნუ ამიმხედრდები მე, და თუ ამიმხედრდები მაშინ დამძლიე კიდეც, და თუ დამძლევ ჩემს ტახტსაც სიხარულით დაგითმობ რადგან მე არ ვებღაუჭები ტახტს მხოლოდ მსურს რომ ღირსეულმა გაიმარჯვოს.და იყოს დალოცვილი წყვდიადის სახელით ყველა მავალი ჭეშმარიტების გზით,უკუნითი უკუნისამდე ამინ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Patton Posted May 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2012 :dontworry: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BEST_GEORGIA Posted May 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2012 ამდენს რომ გვაკითხებ რა დავაშავეთ? მოკლეთ გვითხარი რა გინდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Samael Posted May 25, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2012 BEST_GEORGIA ამდენს რომ გვაკითხებ რა დავაშავეთ? მოკლეთ გვითხარი რა გინდა წყვდიადის სიდიადე მსურს დაინახოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BEST_GEORGIA Posted May 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2012 BEST_GEORGIA წყვდიადის სიდიადე მსურს დაინახოთ.შენ დაინახე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Samael Posted May 25, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2012 BEST_GEORGIAშენ დაინახე? კი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BEST_GEORGIA Posted May 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2012 BEST_GEORGIA კიკაცო ადამიანის შვილო წყვდიადი ნიშნავს ბნელს ისდიადე ანუ დიადი კი ბრწყინვალეს ნათელს და როგორ გავიგო წყვდიადის სიდიადე? ეს იგივეა შემწვარ ყინულზე რომ გელაპარაკო კაცო ადამიანის შვილო წყვდიადი ნიშნავს ბნელს ისდიადე ანუ დიადი კი ბრწყინვალეს ნათელს და როგორ გავიგო წყვდიადის სიდიადე? ეს იგივეა შემწვარ ყინულზე რომ გელაპარაკო კაცო ადამიანის შვილო წყვდიადი ნიშნავს ბნელს ისდიადე ანუ დიადი კი ბრწყინვალეს ნათელს და როგორ გავიგო წყვდიადის სიდიადე? ეს იგივეა შემწვარ ყინულზე რომ გელაპარაკო ეგ ერთი და მეორეც: მზად ვარ დამანახე ეგ სიდიადე აბა... ოღონდ არ წამაკითხო დამანახეე ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Samael Posted May 25, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2012 BEST_GEORGIA როგორ გავიგო წყვდიადის სიდიადე? წყვდიადის გარეშე შეუძლებელია ნათლის შეცნობა, ისევე როგორც ვერ გაიგებ დღის არსს თუ ღამე არ იცი რა არის. ოღონდ არ წამაკითხო დამანახეე წყვდიადი შენშია, საკუთარი თავი უნდა შეიცნო და დაინახავ, შენში ორი საწყისია შემოქმედისაგან ბოძებული წყვდიადი და ნათელი, ნათელი წყვდიადით არის მოცული შენში და მხოლოდ შენში არა ნებისმიერ ადამიანში, ამაზედ ერთხელ ისაუბრა იესომ მაგრამ ადამიანებმა ნაკლებად მიაქციეს ყურადღება მისი ნათქვამის არსს. ის ამბობდა: "თუ ნათელი რომელიც შენშია ბნელია, სიბნელე რაოდენ დიდი იქნება?" დაუფიქრდი ამ სიტყვებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BEST_GEORGIA Posted May 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2012 BEST_GEORGIA წყვდიადის გარეშე შეუძლებელია ნათლის შეცნობა, ისევე როგორც ვერ გაიგებ დღის არსს თუ ღამე არ იცი რა არის. წყვდიადი შენშია, საკუთარი თავი უნდა შეიცნო და დაინახავ, შენში ორი საწყისია შემოქმედისაგან ბოძებული წყვდიადი და ნათელი, ნათელი წყვდიადით არის მოცული შენში და მხოლოდ შენში არა ნებისმიერ ადამიანში, ამაზედ ერთხელ ისაუბრა იესომ მაგრამ ადამიანებმა ნაკლებად მიაქციეს ყურადღება მისი ნათქვამის არსს. ის ამბობდა: "თუ ნათელი რომელიც შენშია ბნელია, სიბნელე რაოდენ დიდი იქნება?" დაუფიქრდი ამ სიტყვებს.მართლა დავფიქრდი, თუ ჩემში ბნელია ნათელი აღარ იქნება. ეხლა შენ დაფიქრდი და მიპასუხე წეღან რომ ახსენე შემოქმედიო ვინ იგულისხმე? ვინაა შემოქმედი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Samael Posted May 25, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2012 BEST_GEORGIA ვინაა შემოქმედი? შემოქმედზე ვერ იტყვი ვინ არისო, ვინაიდან კითხვა ვინ სხეულით შემოწერილ პიროვნებას დაესმის, ის კი ყოვლისმომცველი უსასრულო ნათელია. მისი არსის უკეთ შესაცნობად შემიძლია მცირე პასაჟი შემოგთავაზო. იცოდე, მანამ, სანამ შეიქმნებოდნენ ქმნილებები და გაჩნდებოდნენ გაჩენილები,იყო მხოლოდ უმაღლესი, მთელი რეალობის შემვსები უბრალო შუქი,და არ იყო არავითარი თავისუფალი, შეუვსებელი, ცარიელი ადგილი –მხოლოდ ეს უსასრულო, უბრალო შუქი ავსებდა ყველაფერს.და არ გააჩნდა მას არც თავი და არც ბოლო,არამედ, იყო ერთი, უბრალო, თანაბარი, განუყოფელი შუქიდა მას ერქვა “უსასრულო შუქი“.და როდესაც აღეძრა მას უბრალო სურვილი, რომ გაეჩინა სამყაროები და შეექმნა ქმნილებები,გამოევლინა თავისი სრულყოფილება,რაც იყო სამყაროების შექმნის მიზეზი,აი, მაშინ შეკვეცა თავისი თავი უსასრულომ, ცენტრალურ წერტილშიდა შეიკუმშა შუქი და განერიდა,დასტოვა შუაში ცარიელი, შეუვსებელი სივრცე.და თანაბარი იყო შუქის შეკუმშვა ცენტრალური ცარიელი წერტილის გარშემო,ისე, რომ ცარიელმა ადგილმა მრგვალი ფორმა მიიღო,რამდენადაც ასეთი იყო შუქის შეკვეცა,და აი, ამ შეკვეცის შემდეგ,როდესაც უსასრულო შუქით შევსებული სივრცის ცენტრშიდარჩა მრგვალი სიცარიელე,მხოლოდ მაშინ გაჩნდა ადგილი,სადაც შესძლებდნენ არსებობას ქმნილებები და გაჩენილები.და გამოეყო უსასრულო შუქიდან მისი ერთი სხივი,ზევიდან ქვევით,დაეშვა ამ ცარიელი სივრცის შიგნითდა ამ სხივის გავლით დაარსა, გააჩინა, შექმნა, გააკეთააბსოლუტურად ყველა სამყარო.ამ ოთხი სამყაროს შექმნამდეიყო უსასრულო ერთი და სახელი მისი ერთი ისეთ საოცარ და უჩინარ ერთიანობაში,რომ არ ძალუძთ ქმნილებებს, რომ შესწვდნენ მის უსასრულო სრულყოფილებას,არ ძალუძს არავითარ შექმნილ გონებას, რომ შეიცნოს იგი,იმიტომ, რომ არა აქვს მას არც ადგილი, არც საზღვარი და არც სახელი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BEST_GEORGIA Posted May 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2012 BEST_GEORGIA შემოქმედზე ვერ იტყვი ვინ არისო, ვინაიდან კითხვა ვინ სხეულით შემოწერილ პიროვნებას დაესმის, ის კი ყოვლისმომცველი უსასრულო ნათელია. მისი არსის უკეთ შესაცნობად შემიძლია მცირე პასაჟი შემოგთავაზო. იცოდე, მანამ, სანამ შეიქმნებოდნენ ქმნილებები და გაჩნდებოდნენ გაჩენილები,იყო მხოლოდ უმაღლესი, მთელი რეალობის შემვსები უბრალო შუქი,და არ იყო არავითარი თავისუფალი, შეუვსებელი, ცარიელი ადგილი –მხოლოდ ეს უსასრულო, უბრალო შუქი ავსებდა ყველაფერს.და არ გააჩნდა მას არც თავი და არც ბოლო,არამედ, იყო ერთი, უბრალო, თანაბარი, განუყოფელი შუქიდა მას ერქვა “უსასრულო შუქი“.და როდესაც აღეძრა მას უბრალო სურვილი, რომ გაეჩინა სამყაროები და შეექმნა ქმნილებები,გამოევლინა თავისი სრულყოფილება,რაც იყო სამყაროების შექმნის მიზეზი,აი, მაშინ შეკვეცა თავისი თავი უსასრულომ, ცენტრალურ წერტილშიდა შეიკუმშა შუქი და განერიდა,დასტოვა შუაში ცარიელი, შეუვსებელი სივრცე.და თანაბარი იყო შუქის შეკუმშვა ცენტრალური ცარიელი წერტილის გარშემო,ისე, რომ ცარიელმა ადგილმა მრგვალი ფორმა მიიღო,რამდენადაც ასეთი იყო შუქის შეკვეცა,და აი, ამ შეკვეცის შემდეგ,როდესაც უსასრულო შუქით შევსებული სივრცის ცენტრშიდარჩა მრგვალი სიცარიელე,მხოლოდ მაშინ გაჩნდა ადგილი,სადაც შესძლებდნენ არსებობას ქმნილებები და გაჩენილები.და გამოეყო უსასრულო შუქიდან მისი ერთი სხივი,ზევიდან ქვევით,დაეშვა ამ ცარიელი სივრცის შიგნითდა ამ სხივის გავლით დაარსა, გააჩინა, შექმნა, გააკეთააბსოლუტურად ყველა სამყარო.ამ ოთხი სამყაროს შექმნამდეიყო უსასრულო ერთი და სახელი მისი ერთი ისეთ საოცარ და უჩინარ ერთიანობაში,რომ არ ძალუძთ ქმნილებებს, რომ შესწვდნენ მის უსასრულო სრულყოფილებას,არ ძალუძს არავითარ შექმნილ გონებას, რომ შეიცნოს იგი,იმიტომ, რომ არა აქვს მას არც ადგილი, არც საზღვარი და არც სახელი.ძმურად რამდენი წლის ხარ მითხარი რა გთხოვ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Samael Posted May 25, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2012 BEST_GEORGIA ძმურად რამდენი წლის ხარ მითხარი რა გთხოვ სამწუხაროდ ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებ, არ ვიცი. ვფიქრობ დასაბამიდანვე ვარ. ხორციელად კი 40 წლის ვარ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
CPUG Posted May 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2012 ეშმაკია თქო ეს ბიჭო რააა სამუდამო. პ.ს ვინმე ადმინისტრატორს ლაშას ან გლობალს ვთხოვ რო სამუდამოდ გააძევოს ფორუმიდან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted May 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2012 ეშმაკია თქო ეს ბიჭო რააა სამუდამო. პ.ს ვინმე ადმინისტრატორს ლაშას ან გლობალს ვთხოვ რო სამუდამოდ გააძევოს ფორუმიდან. ჯერ წესებში შეიტანე ცვლილება დაწერეთ რომ ეშმაკები,ბაბაიაგები და მსგავსი რამეები არ დაიშვებიან ფორუმზე აბა ისე რა დაგიშავა რატო აგდებ???? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
CPUG Posted May 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2012 შენ მომისმინე ჩემი ძმა მეთვითონ გადავწყვეტ აქ რა არის საჭირო და რა არა და თუ რამე არასწორს ვიზავ აგერ ადმინისტრაცია არის ))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.