CPUG Posted May 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2012 - უფლის მიერ დაწესებულ შვიდ საიდუმლოთაგან, პირველი არის ნათლისღება, როდის დაწესდა იგი და რა როლი ენიჭება მას ადამიანის ცხოვრებაში? - მართლაც, ნათლისღების საიდუმლო ეს არის პირველი და მთავარი საიდუმლო, რომლის შემდეგ ადამიანისთვის მისაწვდომი ხდება სხვა საღმრთო საიდუმლოებანი. იგი ჯერ კიდევ იორდანეში ქრისტეს ნათლობიდან მოდის, როდესაც გაცხადდა ყოვლადწმინდა სამების საიდუმლოება ნათლობით ადამიანი იღებს მიტევებას ადამისა და ევას მიერ ჩადენილი პირველქმნილი ცოდვისა დ აიმ პირადი ცოდვებისთვისაც, რომლებიც მას ნათლობამდე ჩაუდენია, ამის შემდეგ ადამიანი იმოსება ქრისტეს ნათელით, სულიწმინდის მადლით, ენიჭება არა მარტო ძველი ცოდვების მექანიკური მიტევება, არამედ შინაგანი ძალა, წინააღმდეგობა გაუწიოს საკუთარ ვნებებს და გამოიმუშავოს სულიერი იმუნიტეტი, გახდეს მიუწვდომელი, შეუღწევადი იმ უამრავი განსაცდელისაგან, რომლებიც დღეს უხვად გვახვევია გარს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნათლობის ჟამს ადამიანს ენიჭება მფარველი ანგელოზი, რომელიც იცავს მას ყოველგვარი ბოროტებისაგან, იგია ადამიანის წინამძღვარი და ხელს უმართავს სასუფეველისაკენ მიმავალ გზაზე. ანგელოზი ეს არის ის ძალა, რომელიც თან გვდევს ან განგვეშორება, ანუ დისტანცირდება, ჩვენი ცოდვების გამო ნათელი ქრისტესი, რომლითაც ვიმოსებით ნათლობის დროს, აღადგენს ჩვენში ღვთის ხატებასა და მსგავსებას, რომელიც პირველქმნილი ცოდვის შემდეგ წაგვერთვა. ეს კი ღვთისადმი მიმსგავსების, მეტ ძალასა და შესაძლებლობებს გვანიჭებს. ნათლობის დროს ადამიანზე უხვად გადმოდის “ნიჭნი სულიწმინდისანი”, რომელიც უნათლავს არ გააჩნია. უნათლავი ადამიანი სულიერად მწირია, იგი უგზოუკვლოდ დაეხეტება, ყოველგვარი წინამძღვრის გარეშე და სული დამძიმებული აქვს როგორც ადამის მიერ პირველქმნილი ცოდვით, ასევე საკუთარი ცოდვებითაც. - აუცილებელია თუ არა დაბადებიდან მეორმოცე დღეს ბავშვის მონათვლა? - აუცილებელი არ არის, მაგრამ სასურველია. ჩვილის მონათვლა შესაძლებელია მერვე დღესაც. მაგალითად ყოფილა შემთხვევა, რომ 7-8 დღის ბავშვიც მოგვინათლავს, რომელიც უიმედო მდგომარეობაში იყო. ამის შემდეგ იგი გამოჯანმრთელებულა და გადარჩენილა. საერთოდ კარგია, რომ ბავშვი მოინათლოს, რათა გაშორდეს პირველქმნილ ცოდვას და შეუდგეს ახალ ცხოვრებას. - რა პრინციპით უნდა მოხდეს ნათლიების შერჩევა და რა როლი ენიჭებათ მათ ნათლულის ცხოვრებაში? - ნათლიების შერჩევა ხდება ქრისტიანული მორალიდან და პრინციპებიდან გამომდინარე. მოსანათლი ადამიანისათვის საჭიროა თანამასწავლებელი- ლოცვის, კატეხიზმოსა და ქრისტიანული სარწმუნოების გაცნობისათვის – რომელსაც ნათლია წარმოადგენს. ნათლია ზოგჯერ თვითონ არის მოსაქცევი, ქრისტიანულად გასანათლებელი, ქრისტიანულად უწიგნური, ურწმუნო, ურწმუნო ნათლიაზე საშინელი არაფერია. განა შეიძლება ნათლია, ანუ სულიერი მამის ან დედის როლის შემსრულებელი, თვითონ იყოს ურწმუნო? ნათლიამ მონათლულს უნდა ასწავლოს სარწმუნოებრივი პრინციპები, საიდუმლოში მონაწილეობის საშუალებები, სულიერი თავდაცვისა და ბრძოლაში მონაწილეობის ხერხები; უნდა ასწავლოს ლოცვა. ნათლია მაგალითი უნდა იყოს ნათლულისათვის. ის სულიერი ნათესაობა, რომელიც მან მიიღო, უნდა გაამართლოს, მხოლოდ საჭმლის მიღებისათვის რომ გაშლიან სუფრას, ეს ვერაფერი ბედენაა! - შეიძლება თუ არა მონათლული ადამიანის ხელმეორედ მონათვლა? - მართლმადიდებლური წესით მონათლული არ საჭიროებს ხელმეორედ მონათვლას. ნათლობა განუმეორებადი საიდუმლოებაა, რომელიც ერთხელ ხდება ცხოვრებაში და სამუდამოდ როგორც მრწამსშია ნათქვამი, - “აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა... “ როგორც ერთხელ იბადება ადამიანი ფიზიკურად, ასევე ერთხელ ინათლება, ესე იგი იბადება სულიერად. - რა მოელის მოუნათლავ ადამიანს სიკვდილის შემდეგ? - მოუნათლავი ადამიანის სული სიბნელეში იმყოფება, ამიტომ იგი სასუფეველში ვერ შევა. მისთვის ზეცაში ამყვანებელი გზა დაკეტილია. მოუნათლავ ადამიანზე ქრისტეს გამომხსნელი მსხვერპლის ძალა არ მოქმედებს. იგი ძველი აღთქმის ადამიანივით, მართალი იქნება თუ მტყუანი, ჯოჯოხეთში მიდის. ამიტომ მოვუწოდებ მოუნათლავ ადამიანებს, რომ სასწრაფოდ მოინათლონ. ეკლესიის კარი ყოველთვის ღიაა, მობრძანდნენ და მიიღონ ნათელი ქრისტესი, ამინ! http://www.geonews.ge/uploads/images/5123dekanozi%20giorgi%20sxirtladze.jpg| წყარო: geonews.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.