Jump to content
Planeta.Ge

ამომრჩეველთა სიების კომისია ოპოზიციის თხოვნას დააკამაყოფილებს


Recommended Posts

სიების დასუსტების კომისიას არასამთავრობო ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგამ“ და „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის თხოვნით მიმართა.

 

ამ გაერთიანებებს სახელმწიფო უწყებისგან იმ მონაცემების მიღება სურთ, რომელიც კომისიამ "კარდაკარის" რეგისტრატორებისთვის მოამზადა, სანამ ისინი პროექტ "კარდაკარს" დაიწყებდნენ.

 

საჯარო ერთიანი ამომრჩეველთა სიისგან განსხვავებით (რომელიც უკვე დევს კომისიის ვებ გვერდზე და ასევე ცესკოს საიტზე) სიის სამუშაო ვერსიაში ამომრჩევლები ოლქებად, არეალებად და სექტორებად არის დაყოფილი.

 

კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ სამუშაო ვერსიის განსაჯაროებას არ ითხოვს არც საარჩევნო და არც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. მიუხედავად ამისა, კომისიამ გადაწყვიტა, რომ "რესპუბლიკელებსა" და „ამომრჩეველთა“ ლიგის თხოვნა დააკმაყოფილოს.

 

„ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ დეკლარირებული უნდობლობის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტეთ, გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები და ეს სია გადავუგზავნოთ დაინტერესებულ სუბიექტებს. ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობისაკენ გადადგმული ჩვენი ნაბიჯი ადეკვატურად იქნება აღქმული მათი მხრიდან“, - განაცხადა კაციტაძემ.

 

მისივე თქმით, გადაგზავნილ სიებში არ არის ასახული კარდაკარის არსებული შედეგები და ასევე, ამოღებულია ამომრჩევლის პირადი ნომერი. სახელმწიფო უწყებას ამის გასაჯაროებას კრძალავს.

 

 

http://news.ge/uploads/photo/270x152/34128.JPG

 

წყარო: news.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...