Jump to content
Planeta.Ge

"მემარჯვენეები" დევნილთა და განსახლების მინისტრს მიმართავენ


Recommended Posts

"ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია დევნილთა და განსახლების მინისტრს ზედაეწერში ჩასახლებული დევნილების მდგომარეობით დაინტერესებას სთხოვს.

 

"დევნილების ბევრი ჩასახლება მინახავს და აღარ მეგონა სოფელ შამგონას დევნილების საცხოვრებელი პირობების შემდეგ რამე თუ ასე შემაძრწუნებდა, მაგრამ ზედაეწერის ყოფილი კანტორის შენობაში ჩასახლებული დევნილების მდგომარეობამ ყველა ძველი შთაბეჭდილება გადაფარა. აქ ადამიანები არ უნდა ცხოვრობდნენ. ისინი სასწრაფოდ უნდა იქნან გაყვანილი ან შენობა კაპიტალურად უნდა შეკეთდეს"- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ დევნილებთან შეხვედრის შემდეგ.

 

მისი თქმით, სხვა შენობებს, რომლებშიც დევნილები ცხოვრობენ, თითქოს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდათ, მაგრამ სამუშაოები ისე უხარისხოდ შესრულდა, რომ იქაც კვლავ მძიმე მდგომარეობაა.

 

"მინისტრი სუბელიანი უნდა დაინტერესდეს აქ არსებული მდგომარეობით. ადამიანები სასოწარკვეთილნი არიან, როგორ შეიძლება ხელისუფლებამ თავის მოსახლეობა ასეთი მდგომარეობისთვის გაწიროს? "- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ

 

http://news.ge/uploads/photo/270x152/34107.jpg

 

წყარო: news.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...