Jump to content
Planeta.Ge

ჩრდილოეთ კორეა ”იძულებულია” ბირთვულ პროგრამზე მუშაობა განაგრძოს


Recommended Posts

ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, ამერიკისაგან მტრული დამოკიდებულების საპირწონედ ის ბირთვული პროგრამის გაფართოებას ეცდება.

 

”სანამ ამერიკის მხრიდან მტრული პოლიტიკა გაგრძელდება, ჩვენ პროგრამაზე მუშაობას განვაგრძობთ.”-განუცხადა გუშინ ქვეყნის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა კორეულ სააგენტოს.

 

”სი-ენ-ენ”-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში ამერიკის დესპანმა გლინ დევისმა კი ორშაბათს ფხენიანი გააფრთხილა, რომ შესაძლო მესამე ცდის ჩატარება ”სერიოზული შეცდომა” იქნება.

 

კორეის ერთ-ერთი ოფიციალური პირი სამშაბათს აცხადებდა, რომ ბირთვული ცდის ჩატარება თავდაპირველად რეჟიმის გეგმებში არ შედიოდა. ”თავდაპირველად ჩვენ არ ვვარაუდობდით ბირთვული ცდის ჩატარებას, ვინაიდან მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისათვის გვსურდა თანამგზავრის გაშვება. თუმცა, მიუხედავად ჩვენი მშვიდობიანი მიზნებისა, თუ აშშ გააგრძელებს ჩვენს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და ზეწოლის გაძლიერებას, ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება და თავდაცვაზე ფიქრი მოგვიწევს.”-აღნიშნავს მაღალჩინოსანი.

 

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს კორეამ თანამგზავრი გაუშვა, რომელიც ფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. აღნიშნულმა ნაბიჯმა შეაფერხა ამერიკას და კორეას შორის თებერვალში მიღწეული შეთანხმება, რომელიც ბირთვული საქმიანობის შეჩერების სანაცვლოდ, ამერიკის მხრიდან საკვები პროდუქტებით დახმარებას ითვალისწინებდა.

 

ბოლო პერიოდში თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით ამ ქვეყანამ ბირთვულ საწარმოებზე მუშაობა გააქტიურა. ცოტა ხნის წინ კემპ დევიდში ”დიდი რვიანის” სამიტზე შეკრებილმა ლიდერებმა, კორეა გააფრთხილეს, რომ მისი ბირთვული პროგრამის გაფართოების სანაცვლოდ ის მეტ იზოლაციას მიიღებდა.

 

 

http://news.ge/uploads/photo/270x152/34124.jpg

 

წყარო: news.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...